კვირა, 24.11.2024, 00:12
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:13 ორსულობა გოგო თუ ბიჭი ? | |
რა შეიძლება იყოს იმაზე სახალისო, ვიდრე შენი პატარის სქესის გამოთვლა... ნეტავ ვინ გეყოლებათ – ბიჭი თუ გოგო? ამ ინტრიგაში ხშირად მთელი სანათესაო, სამეგობრო და სამეზობლოც კია ჩათრეული. საუკუნეების მანძილზე დაგროვდა უამრავი სხვადსხვა ინფორმაცია, რის საშუალებითაც შესაძლებელია გავიგოთ პატარს სქესი. შეიძლება ამგვარი გამოთვლები ხშირად საპირისპირო შედეგს გვაძლევს, მაგრამ დაგვერწმუნეთ ეს ხერხი ბევრად მეტ ინტრიგას შეიცავს ვიდრე ულტრაბგერის ბანალური პასუხი. გვინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ნაცადი ხერხი პატარის სქესის გამოსაცნობად. თქვენ გაგიჩნდებათ ბიჭი თუ: თქვენ არ გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. თქვენი პატარის გულისცემა წუთში 140-ზე ნაკლებია. თქვენი მუცელი წინ არის გამოწეული და მიმართულია ქვევით. თქვენი მუცელი ბურთივით მრგვალია ძუძუს თავები გაგიმუქდათ. გინდებათ მარილიანი ან მჟავე საჭმელი. ასევე ეტანებით რძეს, ყველს. ფეხის ტერფები ცივი გაქვთ, ვიდრე ორსულობამდე, და ხშირად გეთოშებათ. თმები ფეხებზე უფრო ინტენსიურად იზრდება ვიდრე ორსულობამდე. ხელის გულები გამოგიშრათ. ჩასახვის პერიოდში ხშირად გეძინათ თავით ჩრდილოეთისკენ. თქვენი მეუღლე ისევე იმატებს წონაში როგორც თქვენ თქვენ ორსულობამ ძალიან მომხიბვლელი და ლამაზი გაგხადათ. თქვენი შარდი კაშკაშა ყვითელი შეფერილობის არის. ხშირად გაწუხებთ თავისტკივილები. თქვენი ჯვირსწერის ბეჭედის ძაფზე დაკიდებით და მუცლის ზემოთ ჩამოკიდებით იგი წრიულად იწყებს ტრიალს. თქვენ გაგიჩნდებათ გოგო თუ: თქვენ გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. თქვენი პატარის გულისცემა წუთში 140-ზე მეტია. თქვენ იმატებთ ძირითადად წელს ქვევით. თქვენი მარცხენა მკერდის მოყვანილობა მარჯვენაზე მეტია. თქვენს თმებს შეერია ჟღალი თმები. თქვენი მუცელი მიმართულია ძევით და ფორმით წააგავს ნესვს.ხშირად გინდებათ თკბილეულობა, და ხილი. ორსულობის პერიოდში ხშირად ხართ ცუდ ხასიათზე. არ ჭამთ პურის გარეკანს. მკერდი შესამჩნევად გაგეზარდათ. სახის კანი გამოგიშრათ. ჩასახვის პერიოდში ხშირად გეძინათ თავით სამხრეთისკენ. თქვენი შარდი ღია ყვითელი შეფერილობის არის. თქვენი ჯვირსწერის ბეჭედის ძაფზე დაკიდებით და მუცლის ზემოთ ჩამოკიდებით იგი აქეთ იქით ქანაობს. და კიდევ გოგო ბიჭი 1) 19,20,21-----------------------1) 21,22,23,24 2) 22.23.24,-----------------------2) 25,26,27,28 3) 25,26,27, -----------------------3) 29,30,31,32 4) 28,29,30,----------------------- 4) 33,34,35,36 5) 31,32,33,-----------------------5) 37,38,39,40 და ა.შ. და ა.შ ჩაწერეთ თქვენი ასაკები, თუ რიგები დაემთხვევა ერთმანეთს (დამთხვევაში იგულისხმება პირველი-პირველი;მეორე-მეორე;მესამე-მესამე და ა.შ. აგრეთვე კენტები და ლუწები,ანუ პირველი-მესამე,მეორე-მეოთხე და ა.შ.) მაშინ ბიჭია. თუ აცდა რიგები (პირველი-მეორე,მეორე-მესამე,მესამე-მეოთხე და ა.შ.) მაშინ გოგოა. მაგალითად გოგო არის 25 წლის, ჩავსვი და მოხვდა მესამე რიგში,ბიჭი 27 წლის, ჩავსვი და მოხვდა მეორე რიგში, ეს იმას ნიშნავს რო რიგები აცდა (მეორე და მესამე ) და გოგოა. | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
| |