ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:42
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:16 ორსულობა და განწყობა რჩევები ქალებს | |
ორსულების დიდი ნაწილი ძალიან ხშირად უსვამს ექიმს ამ კითხვას, ორსულობისას მუდამ ბედნიერი რომ არ ვარ, რამდენად საშიშია ეს ჩემი პატარისთვის? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბუნებრივი და მარტივია.. ადამიანი მუდმივა დკარ ხასიათზე და მუდმივად ბედნიერი ვერ იქნება, თუნდაც ის სასიხარულო მოლოდინში იყოს.. ცხოვრებაში დგება ისეთი წუთები, როდესაც განწყობა შეიძლება გაგიფუჭდეს ამა თუ იმ გარემოების გამო. განსაკუთრებით, ბევრი ორსული ნერვიულობს მომავალზე ფიქრისას. როგორ განვითარდება მისი ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის გაზრდის პრობლემებზეც ხშირად ფიქრობენ, ასევე ძალიან აქტუალური პრობლემაა ფინანსური მდგომარეობაც, რომელზე ფიქრმაც შეიძლება ცუდ განწყობაზე დაგაყენოთ, თუმცა თქვენ გამონაკლისი არ ხართ. და იმით უნდა დაიმშვიდოთ თავი, რომ თქვენ წინ ძალიან ბედნიერი დღეები გელოდებათ და დანარჩენი ყველანაირი პრობლემა გადალახვადია, და თქვენ მათ აუცილებლად დასძლევთ. ორსულის ცუდ ხასიათზე ყოფნა რათქმა უნდა ბავშვზეც მოქმედებს, ამიტომ ბავშვს უნდა აგრძნობინოთ რომ ყველაფერი კარგად გაქვთ და თქვენი ცუდ გუნებაზე ყოფნაც მალე გაივლის, მოეფერეთ და ესაუბრეთ მუცლად მყოფ პატარას, ისიც თავის მხრივ გაგრძნობინებთ თანადგომას. მომავლის შიშს რომ კარგად გაუმკლავდეთ, ეცადეთ თქვენს მეუღლეს ხშირად ესაუბროთ ამ თემაზე, ერთად განიხილოთ წვრილმანი, თუმცა აუცილებელი დეტალები, როგორიცაა ბავშვის დაბადებისთვის მზადება, ბავშვისთვის სახელის შერჩევა, ოთახში ბავშვის კუთხის გამონახვა, და სხვა. ეს თქვენ კარგ განწყობაზე მოგიყვანთ, და სიძნელეების გადალახვაშიც დაგეხმარებათ. ამასთან ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი პატარა აქიდანვე აკვირდება თქვენს სიმარჯვეს.. დაანახეთ მას რომ ყველაზე კარგი, ლამაზი, გაწონასწორებული და ძლიერი დედიკო ყავს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |