.

მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » მეთოდი განშორების გადასატანად
18:20
მეთოდი განშორების გადასატანად


თუ საყვარელ მამაკაცს დაშორდით და გადაწყვიტეთ დათვრეთ, მიირთვათ ბევრი შოკოლადი და „სექსი დიდ ქალაქში" ყველა სეზონის სერიებს უყუროთ, გაიხსენეთ, რომ უკვე 2011 წელია და უკვე დროა სხვაგვარად იმოქმედოთ.
წესი N1: დაბლოკეთ თქვენი ყოფილი პარტნიორი Facebook-ზე

თუ თქვენ ხშირად ნახავთ მის სურათებს, სტატუსებს და ა.შ. დეპრესიას თავს ვერასდროს დააღწევთ. ამიტომ აჯობებს თუ თქვენს „ყოფილს" სოციალურ ქსელებში საერთოდ დაბლოკავთ.

თუმცა თუ ურთიერთობა მშვიდობიანად დასრულდა, მაშინ მისი სოციალურ ქსელებში დაბლოკვა თქვენი მხრიდან აგრესიის გამოვლინებად აღიქმება. ამიტომ გამოიყენეთ დროებითი დაბლოკვის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც თქვენ ვერ გააკონტროლებთ და დაინახავთ რა ხდება მის გვერდზე და ვერც ის მიხვდება, რომ დაბლოკილია. როდესაც ტკივილი გაგივლით და მიხვდებით, რომ მასთან „მეგობრული" ურთიერთობა შეგიძლიათ კვლავ დაიმატეთ იგი თქვენი სოციალური ქსელის მეგობრების სიაში. ასე ვერავინ ვერაფერს მიხვდება.

წესი N2: ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რას აქვეყნებთ სოც. ქსელის გვერდზე

მას შემდეგ, რაც დაკარგულ სიყვარულს გამოიტირებთ, დგება სიბრაზის პერიოდი, როდესაც ეცდებით თქვენს „ყოფილს" სამაგიერო გადაუხადოთ. აქაც სოციალური ქსელების დახმარება დაგჭირდებათ. მაგალითად: დადებთ სტატუსს, რომ მოუთმენლად ელოდებით საღამოს, რათა ახალ მეგობართან ერთად გაატაროთ იგი და ა.შ. ერთი შეხედვით უწყინარმა „გართობამ" შესაძლოა კვლავ დეპრესიაში ჩაგაგდოთ.

წესი N3: არასდროს გაუგზავნოთ მას სმს-ი

გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი ყოფილი პარტნიორი მოგენატრათ. შესაძლოა ისიც კი დაგავიწყდეთ რატომ დაშორდით ერთმანეთს და მოგინდებათ მას მესიჯი გაუგზავნოთ. თუ მოიკრებთ სიმამაცეს და სმს-ს გააგზავნით, იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ თქვენს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხონ, ან საკმაოდ ცივი პასუხი მოგწერონ. ამის გამო თქვენ კვლავ ემოციურად დაიტვირთებით და ინერვიულებთ. ასე რომ კარგად დაფიქრდით, იქნებ არც ღირდეს საერთოდ რამის მიწერა.

როდესაც მიხვდებით, რომ მასთან დაკონტაქტების სურვილი გაგიჩნდათ მიეცით თქვენი მობილური ტელეფონი მეგობარს. სანამ ტელეფონი მეგობართან იქნება შესაძლოა სმს-ის გაგზავნის სურვილმა გადაგიაროთ.

თუკი თქვენმა ყოფილმა პარტნიორმა თავად მოგწერათ მესიჯი და არ იცით რა ქნათ, აჯობებს უპასუხოთ და იყოთ კეთილგანწობილნი. მიწერეთ, რომ კარგია რომ მოგწერათ, თუმცა თქვენ არ გცალიათ და მოგვიანებით შეეხმიანებით. ამით მას აგრძნობინებთ, რომ მისთვის დრო არ გაქვთ და ბევრად უფრო საინტერესო საქმით ხართ დაკავებული. ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად შეძლებთ ფოკუსირება მხოლოდ თქვენს თავზე მოახდინოთ და ცხოვრება მის გარეშეც გააგრძელოთ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 969 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]