ოთხშაბათი, 04.12.2024, 12:04
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:57 მეფე შიშველია! ნ.კოლხი | |
ბედმა უსაგზლა ზოგს ნიჭი და ზოგს უნიჭობა, ათასი ზომის და სისწრაფის ტრიალებს ჩარხი; _აჰა,ბურთი და მოედანი და ჰა ბიჭობა! ზოგი ტყუილად ფახიფუხობს მთელი ცხოვრება და იზმორება ლოკოკინის ზანტი ზმორებით, ზიგს ეჭვი ტანჯავს,ზოგსაც შიში და გაორება, ფრთხილობს და მაინც უშვებს შეცდომებს განმეორებით. ზოგი საკუთარ საზომ-ადლით ზომავს სამყაროს და საკუთარი კალაპოტით მიჰყავს დინება, (რამდენი ნაღდი გრძნობა უნდა დაასამარო, რომ შეძლო ,,ამა ქვეყნის მძლავრთა”მონადირება); ზის სავარძელში,შეხედავ და კაცი გგონია, აღმჩნდება კი ავაზაკი,პირწავარდნილი, სამშობლო მხოლოდ საყვავილე მიწა ჰგონია და იფურჩქნება უსირცხვილოდ წითელ ვარდივით; მაგრამ ბევრისთვის საქართველო მაინც ტვირთია, ბეწვის ხიდია,უფსკრულებზე გადამავალი, საბედნიეროდ, ეს ტკივილი ბევრს უტვირთია, საუბედუროდ,უნაყავს წყალიც,როგორც წამალი; და თუ ეს ლექსიც წყლის ნაყვაა_ღმერთმა შემინდოს, შეგვინდოს ისიც,თუ გვინდა და ვერ გვიშველია, მაგრამ,ქართველნო,ამ სილაჩრეს ვინღა შეგვინდობს, შევცქერით მეფეს და ვერ გვითქვამს,რომ....შიშველია! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |