შაბათი, 23.11.2024, 13:30
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:02 მე სიფრიფანა პატარა ქალი | |
მე სიფრიფანა პატარა ქალი, შენ გოლიათი ჩემგან ძლეული… შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული. ფერად სათვალით მე არ გიყურებ, ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი, მოდი და მხრებით გადმომახურე დიდი იმედის პატარა ქოხი… მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი, ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის. შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული… შენ რომ გგონია შენ ამირჩიე, თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული | |
|
სულ კომენტარები: 0 | |