.

მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » „მე შენ მიყვარხარ“
18:11
„მე შენ მიყვარხარ“


კემბრიჯის ბიზნეს სკოლის სპეციალისტებმა, ჩატარებული კვლევის შედეგად, დაადგინეს, თუ რას გულისხმობენ ქალები და მამაკაცები ფრაზით „ მე შენ მიყვარხარ". როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა, რომ ძლიერი და სუსტი სქესის წარმომადგენლების მიერ წარმოთქმული ფრაზა განსხვავებულ შინაარსს ატარებს.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცთა 70% ურთიერთობის დაწყებიდან ქალებზე 6 კვირით ადრე, პირველები უტყდებიან სიყვარულში მათ რჩეულებს. 

დადგინდა ისიც, რომ ფრაზას „ მე შენ მიყვარხარ" მამაკაცები ურთიერთობების რომანტიულ დროს, პირველ სექსუალურ აქტამდე ამბობენ. სუსტი სქესის წარმომადგენლებს კი სიამოვნებას ანიჭებს ის თუ მას სიყვარულში სექსუალუირი თანაცხოვრების დაწყების შემდეგ უტყდებიან. მამაკაცებს კი პირიქით, ჯადოსნური სამი სიტყვის გაგონება პირველ სექსამდე ურჩევნიათ.

გამოკითხვის შედეგად სპეციალისტებმა ორ სქესს შორის საერთო თვისებაც აღმოაჩინეს. ქალსაც და მამაკაცსაც, თუ ისინი სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობენ, სიყვარულში გამოტყდომა სექსუალური თანაცხოვრების შემდეგ ურჩევნიათ.

ხოლო თუ თქვენ სიყვარულს ურთიერთობების საწყის ეტაპზე გიხსნიან, ეს შესაძლოა მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს თქვენი ლოგინში შეტყუება რაც შეიძლება სწრაფად სურს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1011 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]