ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:53
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
00:19 მე მუდამ ჩემი სამყარო მქონდა ნ.კოლხი | |
სულ სხვა თვალებით შემოხაზული, სულ სხვანაირი ნიავი ქროდა, სულ სხვანაირი მქონდა წარსული. უწყალო სევდა დაჭრილ არწივის არც ახალია და არც ძველია, ეს ყველაფერი არის მარტივი და ყველაფერი მაინც ძნელია; გრძნობები გულში გავლილი მწკრივად, უნდა შეძლო და მობოჭო მუჭით, რა ვუყოთ,თუკი გიჭირს და გტკივა, ხან კაცს კი არა ღმერთსაც კი უჭირს; და თუ ვაწყდებით დაგმანულ კარებს, უნდა გავუძლოთ,გულო,ტიალო, გავიდეთ,გავყვეთ მოვარდნილ ქარებს, შეუცნობელში სახეტიალოდ! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |