ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:58
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
23:27 მათხოვარი | |
გაიჟღერებს გულში დარდი ვით ზღაპარი ფიცრულ სახლში.. მთვარეც მკრთალი ნაზი სხივით გაბრწყინდება ღამის ბინდში.. სახლებს თოვლი დაჰფენია ორთქლი დასრებია სარკმლებს.. რა ტკბილია ზამთრის ღამეს, რომ შეიგრძნობ სითბოს ტანზე.. მართალი ხარ გეთანხმები, იჩურჩულა სევდით მთვარემ.. და მათხოვარს გაკვირვება გადაეკრა უმალ თვალზე. გამოერკვა რომ ნატრობდა რომ ოცნება გვრიდა ფიქრებს. მიხვდა ფიქრში რომ ითბობდა, იმ სახლებში შიშველ თითებს.. მაგრამ ეს ხომ ამაოა, უპასუხა მთვარემ ფიქრზე.. განა ვინმეს ახსენდება? სითბო გიწყალობოს მშიერს??.. დაივიწყე მათხოვარო ნუ იტანჯავ დარდით ფიქრებს და ნუ ელი თბილ სარკმლიდან გული აუჩუყდეს ვინმეს.. კაცთა თვალი ყოველს ხედავს სიმდიდრეს თუ სიღარიბეს.. სამწუხაროდ მათხოვარო გული არ გრძნობს სინამდვილეს.. მაპატიე რომ ნუგეშად მოგახვიე მწარე სიბრძნე მაპატიე ოცნებების ნეტარება დაგირღვიე.. გულმოკლული მათხოვარი ჩაწვდა მთვარის ნათელ ფიქრებს.. მიხვდა მისმა ნათელ სხივმა დაანახა სინამდვილე.. მთვარე ალბათ მართალია, მთვარე ხვდება ყოველ მიზეზს.. მაგრამ აი იმ სარკმლიდან უცხო ქალი სევდით მიმზერს.. ალბათ მზერა გაუშტერდა, ალბათ გაახსენდა ვინმე.. განა ჩემი გარეგნობა მოიტაცებს ქალის ფიქრებს?? გაიფიქრა მათხოვარმა და პასუხდ გაეცინა.. მის სევდიან დაღლილ თვალებს სინანული დაეფინა.. ასე ფიქრად გაილია იდუმალი ცივი ღამე... ზეცას სხივი მოეფინა მზე გამოჩნდა ნათელ ცაზე.. იმ სარკმელშიც აღარ მოსჩანს ქალის სევდიანი სახე.. ადამიანს სადარდებლად ღმეთმა მისცა მხოლოდ ღამე.. ხელგაწვდილი მათხოვარი იხვეწება მისცენ რამე.. გულს უჩუყებს ირგვლივ გამლელთ .. მთელის გრძნობით მოსთქვავს დარდებს.. რომ ცხოვრებამ ის გაწირა, რომ მას სცივა,რომ მას სშია. და ყინვისგან გათოშილი, ყვერლაფერი ძალზედ სტკივა.. მაგრამ ხალხი,ღმერთო ჩემოო.. ხალხი თითქოს ვერცკი ამჩნევს.. მხოლოდ ციდან მზის სხივები, ეფერება მცივან ტანზე.. მთვარე ალბათ მართალია, ცრემლი მოსწყდა გლახას თვალზე.. გაახსენდა წუხანდელი, პესიმისტი ურჩი მთვარე.. გამომართვით,იჩურჩულა.. მორიდებით მდგარმა ქალმა.. და ფიქრებში ჩაძირული გამოერკვა უმალ გლახა.. ეს ქალი ხომ მთელი ღამე, დარდიანი უჯდა სარკმელს და ტკივილი ჩუმი სევდა, ემჩნეოდა დაღლილს თვალზე ალბათ კაცი უკეთ ხედავს ქალის სევდას,ქალის დარდებს ერთურთისთვის შექმნა ღმერთმა, ეს ორივე ქვეყანაზე...... და ამიტომ იმ მათხოვარს მთვარე კარში ვეღარ ამჩნევს ნაცვლად ქუჩის იმ სარკმელში, მოსჩანს მათხოვარის სახე მიხვდა მთვარე რომ მარტოა, ერთადერთი ქვეყანაზე მისი ხვედრის შედარება მცდარი იყო მათხოვარზე ალუბლისფერ ლამაზ კაბის დაფარფატებს კიდე კაბის და მუსიკა ტანგოს ჰანგის იწვევს ღიმილს ჩუმი მთვარის ღმერთო ჩემო რა ლამაზათ, ცეკვავს წყვილი ნათელ სახლში როგორ ბრწყინავს სიხარული, ამ ბედნიერ წყვილის თვალში ეს ამბავიც აქ მთავრდება ამას მეუბნება მთვარეც ამ ლამაზი სიყვარულით, დაე ყველას გული დატკბეს...ზ.ბ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |