კვირა, 02.02.2025, 06:27
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:11 მარადისობა ნ.კოლხი | |
და იფერფლება ლურჯად დაისი... რა არის იქით,საითკენ ილტვის სული,ასეთი უმწყურვალესი?! რატომ გიცქერის მარადისობა ირმის ნახტომის მირიად თვალით, შენ რა ხარ მისთვის?_მარტოდენ მტვერი, შექმნილი მიწით_ხორცით და ძვალით. აქ დრო და სივრცე გიბორკავს ნებას და ხდის შენს ყოფას დრამად და ფარსად... იქ კი...იქ არის უჟამო ჟამი, რომ იყო მარად_ყველგან და არსად; შენც იდექ ბრბოში,-,,ჯუარს აცუ ეგე!”_ ზეცას სწვდებოდა როცა ყვირილი, შენც აზავებდი ძმარსა და ნაღველს და იმ ამბორში შენც გიდევს წვლილი; ახლა ცოდვილი და მონანიე ცას შეჰყურებ და ცის გახსნას ელი: ,,ესე არს სისხლი,ესე არს ხორცი”... და გჯერა,გჯერა,რომ მოვა მხსნელი. ხარ დაცემული მიწაზე ლოცვად, იღვენთებიან უხმოდ სანთლები, ასე სუსტი დაასე უღონო გრძნობ,თუ თანდათან როგორ მაღლდები | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||