ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:54
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
15:41 მადლობელი ვარ ნ.კოლხი | |
მადლობელი ვარ შენი,უფალო, სიყვარულისთვის,მე რომ მარგუნე, ანუ ტაძრისთვის-ჯერ რომ ამიგე და მერე ისევ გამინადგურე. მადლობელი ვარ შენი,უფალო, სიხარულისთვის,გულს რომ მომფინე, ანუ სულ რაღაც ერთი წამისთვის, მთელი სიცოცხლე რომ ვიმყოფინე; მადლობელი ვარ,თუნდაც სულ ერთხელ ჭირში გამოწვდილ მარჯვენისათვის, მადლობელი ვარ სიმაღლისათვის, მადლობელი ვარ დაცემისათვის; მადლობელი ვარ მოყვასისათვის, მადლობელი ვარ მოშურნისათვის, მტრისთვის,მოყვრისთვის,დღისთვის,ღამისთვის, ჯვარცმისთვის,ისე აღდგომისათვის. ყველაფრისათვის ვარ მადლობელი, რასაც ცხოვრება ერქვა უბრალოდ, რაც ჩემი იყო_ავი თუ კარგი და შენი ნება იყო,უფალო! და თუ აღარ ღირს ამ ქვეყნად ყოფნა, ვებღაუჭები ფუჭად იმედებს, იმ სიკვდილისთვის გმადლობ, უფალო. ერთხელ ჩემთვის რომ გამოიმეტებ! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |