.

მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » ლურჯი მინდორი ნ.კოლხი
18:35
ლურჯი მინდორი ნ.კოლხი

,,...გზა იყო ძნელი,გზა იყო შორი,
ბედმა ქარიშხალს არ ამარიდა
და გავიარე ჩემი გოლგოთა,
ჩემი სცილა და ჩემი კარიბდა.

მე მივდიოდი სასტიკი გზებით,
და როგორც ორი დიდი ნუგეში_
სულში ლურჯი ცის ნატეხი მედო
და გვირილების თესლი უბეში;

მე მივდიოდი უვალი გზებით
და ცივი ქარი სახეში მცემდა,
და წარმავალი იყო ყოველი,
მარადიული_მარტოდენ სევდა.

რაც ჩემი იყო,კარგიც და ავიც,
ყოველთვის გულით მიტარებია,
თუ მწამდა_გულით,თუ მძულდა გულით
და არც უგულოდ არ მყვარებია.

მე მივდიოდი მშფოთვარე გზებით,
არც მდომებია ცხოვრება მდორე,
მგონი გადავრჩი,მგონი მოვედი,
გავივაკე და გავიმინდორე;

გზა იყო ძნელი,ზა იყო შორი...”_
მე ასე ვიტყვი ოდესმე, მაშინ...
და ლურჯ მინდვრებზე თბილი უბიდან
გვირილების თესლს მოვაბნევ ქარში.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 918 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]