შაბათი, 23.11.2024, 14:27
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
11:16 ლექსი ნ.კოლხი | |
მე ჩემებურად ვდარდობ და მიყვარს და ჩემებურად ვხედავ და მესმის, მე ვიცი,როგორ ჩამოდის ციდან და პერანგივით მეხვევა ლექსი. მე საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ და საკუთარი სიკვდილით ვკვდები, თუ გოლგოთაა ჩემთვის სამშობლო- პარნასიც არის სამშობლოს მთები. მე ჩემებურად მწამს ჩემი ღმერთი და უკვდავებაც მწამს ჩემებურად, ალბათ ,ამიტომ,ჩემს სავალ გზაზე შუქიც იდგა და ნისლიც ებურა; და როცა მიჭირს...და მტკივა როცა და ზამთრის ცივი სისინი მესმის, როგორც დობილი,ჩამოდის ციდან, და პერანგივით მეხვევა ლექსი. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |