ოთხშაბათი, 04.02.2026, 09:27
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
23:49 ქორი ნ.კოლხი | |
![]() მწვერვალებისკენ მიფრინავს ქორი, სადღაც,ჭაობში,უჩუმრად ლპება ჯერ გაუშლელი ვარდის კოკორი. ლურჯ სათიბებში ყვავის გვირილა და მარტოობის სევდა ეული, ხარ დაჩოქილი,ხარ და ტირიხარ და არ გასვენებს დარდი წყეული: ,,_ჟანგმოდებული და მძიმე თორი სუსტმა სხეულმა ვეღარ აზიდა!..” და შურით უმზერ,დამცხრალი ქორი, როგორ ბრუნდება შორეულ გზიდან. ნ.კოლხი | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |