შაბათი, 23.11.2024, 13:47
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
11:35 ,,იწილო-ბიწილო” ნ.კოლხი | |
გულმა ვერ გაუძლო იწილო-ბიწილოს და სიტყვა ყინულივით დავძარი, ლამის თვალებიდან ცრემლებმა იწვიმოს_ აგვევსო კაცუნებით ტაძარი; როგორც გულივერი ზღაპრულ ქვეყანაში, დავალ,მათი ცქერით ვერთობი, ხედავ?ლამის არის თავზე აგვაცოცდნენ... მწერიც ხომ ძლიერია ერთობით?! ,,სიტყვა-საქმიანი”, ,,საქმე-სიტყვიანი”?! სადღაა...იქცევა ქვეყანა, თევზივით პირს ვაბჩენთ,ისევ უხმოდ ვკუმავთ... მაშ,ვინღა გაგვიმარგლოს ეგ ყანა?! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |