ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:05
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:07 გული ხომ არ წაგართვი | |
მერე რა რომ მიყვარხარ გული ხომ არ წაგართვი? ჩუმად ღმერთი გაგხადე სიყვარული დაგარქვი !!!! *** მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო, შენი მონატრება არ მსურს დავასრულო. მიყვარხარ....... *** წუხელ დამესიზმრა წვიმაში იდექი და ჩემთან მოახლოება გსურდა, თვალებს გიკოცნიდნენ წვიმის წვეთები მე კი ამ წვიმის ძალიან მშურდა... *** თუნდაც დამახრჩოს სხვამ ვნების ზღვაში, მაინც არასდროს არ გაგცვლი სხვაში, ლექსად გავრითმე მე ჩემი დარდი და არ ვინანებ რომ შემიყვარდი.... *** თუნდ უსასრულოდ გაგრძელდეს თოვა და დღეს ჩაებას დღე უამინდო მე გაზაფხულის მზასავით მოვალ გაყინულ გულს და სხეულს გაგითბობ *** ქურდობისათვის ყველა ისჯება და ეს კანონი ყველგან წერია: შენ გეკითხები და მიპასუხე! გულის მოპარვისთვის რამდენი წელია?! *** ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი. *** ...როცა სიცოცხელე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ, და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე.. *** გადის საათი დრო და წუთები გულს არ შორდება შენზე ფიქრები მაგრამ იცოდე ჩემ სიცოცხლეში დაუვიწყარი ხარ და იქნები! *** მოწყენილი ხარ? ნეტავ რატო? კვლავ ცრემლი მოგდის? ასეთს რას ნატრობ? თავს კვლავ მარტო გრძნობ? მუდამ შენთან ვარ მაინც ტირიხარ? მე ხომ მიყვარხარ *** მე შენ იმაზე მეტად მენატრები, რასაც მონატრება ქვია, მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ, რასაც სიყვარული ქვია, შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ, რასაც სიცოცხლე ქვია... *** იცი რას ვგრძნობ? იმას, რასაც ანგელოზები ზეციურ ღვთაებას ეძახიან, ეშმაკები ჯოჯოხეთის ტანჯვას, ადამიანები კი - სიყვარულს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |