.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით
15:26
ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით

ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით, 
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით, 
ბედნიერება მარტოობაა, - 
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული? 

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე, 
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე, 
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი, 
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე. 

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს, 
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს, 
ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, - 
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს? 

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე, 
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე... 
თუ დავამთავრე უკანასკნელი, 
თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე". 

„მაღლა გორაზე დაუთოვია, 
გულს მოსვენება ვერ უპოვია. 
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს, 
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1137 | დაამატა: gigi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 nini  
0
lexsis avtori chveni sasiqadulo poetia_didi galaktioni....miutitet raa...yvelam xo ar icis?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]