ოთხშაბათი, 04.02.2026, 13:06
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
16:06 გალაკტიონი ( ნ .კოლხი) | |
![]() ,,მთაწმინდაზე რა გინდოდა გალაკტიონ, განა ჩვენი საფიჩხია არ გერჩია? ქუთაისი უშენობას ახლაც გლოვობს, წახვედი და არც გიკითხავს რა დღეშია”. (მეგობრის ლექსიდან) ჩემო კარგო,მომაგონდა შენი ლექსი: გალაკტიონს მთაწმინდისთვის ვერ იმეტებ, მაპატიე,თუ შევიქენ კადნიერი, ლექსად თქმული ეს სიტყვები შემოგბედე: _საფიჩხია დაიტევდა გალაკტიონს?! მის ფართო მხრებს მთაწმინდაც კი ევიწროვა, მისთვის თავად დედამიწაც ვიწრო იყო, ამიტომაც ,თურმე უფალს ფრთები სთხოვა. კაცი იყო,მაგრამ ღმერთთან საუბრობდა, შუქი იყო_შავმა ნისლმა ვერ დაბინდა... განა მოკვდა?_ფრთა გაშალა ანგელოსმა, უკვდავების საუფლოში გადაფრინდა. ნ.კოლხი | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |