კვირა, 24.11.2024, 03:14
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:54 ეს დღეც დაღამდა ნ.კოლხი | |
ნაცრისფერი და ჩვეულებრივი, ერთხელაც ვცადე_ვერ მოვახერხე, ვერ გავარღვიე მაინც ჯებირი. დღესაც არავის ესმოდა ჩემი, (ვისაც ესმოდა_მიწაში იწვა), კაცის გულივით ცივი და მძიმე, თავის წიაღში მიხმობდა მიწა; მე ხსნას ზეცაში ვეძებდი მაინც, მაგრამ გაფრენა ვეღარ გავრისკე და თანაგრძნობით ვუმზერდი როგორ იღუნებოდა ქარში ალვის ხე. იღვენთებოდა ქაღალდზე ლექსი_ ჩემი დაღლილი სულის ნაყოფი... და თავზე მედგა ჰამლეტის ლანდი, როგორც დილემა ყოფნა-არყოფნის. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |