.

მთავარი » 2013 » იანვარი » 25 » დედობრივი სიყვარულის ძალა
00:48
დედობრივი სიყვარულის ძალა

მიწისძვრის შემდეგ, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა და მაშველები სახლების ნანგრევებს ამოწმებდნენ, მათ ბზარებიდან დაინახეს ახალგაზრდა ქალის გვამი, რომელიც რაღაც უცნაურ პოზაში იყო მოქცეული. ის დაჩოქილი იყო. თითქოს ლოცულობდა და ორივე ხელით რაღაც ჰქონდა ჩახუტებული და როცა სახლი ჩამოინგრა ის მის ზურგზე დაინგრა.
ეს რთული შემთხვევა იყო და ამიტომ მაშველთა ბრიგადის მეთაურმა სცადა ბზარებიდან ხელი გაეწვდინა ქალისთვის იმ იმედით, რომ ის შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ ცივი და გაქვავებული სხეული მეტყველებდა იმაზე, რომ ქალი აშკარად მკვდარი იყო.
ბრიგადამ უკვე გადაწყვიტა სხვა სახლისკენ გამართულიყო, თუმცა ბრიგადის მეთაურმა მაინც გადაწყვიტა ამოეტანა გვამი ნანგრევებიდან და როდესაც მან კიდევ ერთხელ სცადა ბზარებიდან ქალს შეხებოდა, რათა ახლოს მოეწია გვამი, დაინახა მის ხელში პატარა სხეული და შეშფოთებულმა დაიყვირა ,,ბავშვი! აქ ბავშვია! ,,
მთელმა ბრიგადამ და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ერთად დაიწყეს ნანგრევების გასუფთავება და როდესაც ქალის გვამი უკვე მისაწვდომი გახდა მათ დაინახეს, რომ მას პლედში შეხვეული ბავშვი ჰყავდა ჩახუტებული. როგორც ჩანს ქალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შვილი გადაარჩინა. როდესაც მაშველებმა შეძლეს ნანგრევების მთლიანად გაწმენდა, მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა.
როცა პლედი გახსნეს ბავშვს მუცელთან მობილური ტელეონი ედო, რომლის ჩართვის შემდეგ მასში შეტყობინება აღმოაჩინეს, რომელშიც ეწერა: ,,თუ შენ გადარჩები,გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ,,. ამ მობილურმა ტელეფონმა ყველა ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია და ძალოვანი სტრუქტურა მოიარა და ყველა აღტაცებული უყურებდა ამ შემთხვევას. მას მსოფლიო მედიის წამყვანი გამომცემლობები და საშუალებები დედის გმირულ თავგანწირვას უწოდებდნენ.
ესაა დედის უსაზღვრო და შეურყევი სიყვარული შვილის მიმართ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1009 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]