ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:23
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
12:53 დამსეტყვე ცაო! ვაჟა ფშაველა | |
დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლევინებ მოზღვავებულის ავითა!.. განა მარტო ვარ ამქვეყნად, სხვაც მრავალია ჩემფერა, ვისაც არავინ არ სწყალობს, წყევლას უბარებს ტერტერა. ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, გულიც მან გამიერთფერა. ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, ხან შავაბიჯებ სერ-სერა; დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს ათასჯერ, განა ერთხელა; და ზედ დავმღერებ იმასვე, რასაც დღესნამდე ვმღეროდი… მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი გულ-მკერდზე დაიწეროდი! ბარო, წარბნი და წამწამნი იმ სიტყვით დაიკეროდი!.. ისევ მტერი ვარ იმისა, ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, _ იგივე მიყვარს, იგივე, ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი. სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, _ კეთილსა ვყვანდე ზიარად; ვერ მივცემ მტერსა მამულსა საჯიჯგნად, დასაზიანად… ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, _ ჯერ ისევა ვარ ფხიანად. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |