.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » და ვტოვებ წარსულს ნ.კოლხი
18:53
და ვტოვებ წარსულს ნ.კოლხი

წარსულზე ფიქრი სიკვდილს მაგონებს, 
მერმისზე ფიქრი იმედით მავსებს, 
ვიცი,სიზიფის ლოდს მივაგორებ, 
მაინც რწმენით ვარ ყელამდე სავსე; 

ვგრძნობ,ჩემში რაღაც არის წარმართის, 
მზესა და მთვარეს თაყვანს რომ სცემდა, 
მივალ,მიმყვება ხან მღვრიე მარტი, 
ხან შემოდგომის უძირო სევდა. 

ჩუმად შემოდის ჩემში სამყარო, 
თან დამაქვს,როგორც კასრი_ დიოგენს... 
და,სხვა რა გზა გაქვს,გულო,საწყალო, 
შენ ეს სამყარო უნდა გტკიოდეს. 

უნდა გტკიოდეს და გიბიძგებდეს 
სიცოცხლისაკენ,ყოველთვის,მუდამ, 
დილა ფიქრებში გვითენდებოდეს, 
გვიღამდებოდეს ზრუნვაში უნდა; 

აბა,ამ კოშკებს ვინ უდარაჯოს, 
ამ მიწას ვინღა შესწიროს თავი?! 
და ვტოვებ წარსულს,როგორც ყაყაჩოს, 
ბალახთან ერთად რომ მოსთხრის კავი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1028 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 adjara  
0
გაიხარე ნონა smile ჩვენ უკვე შევასწორეთ გმადლობთ დახმარებისთვის

1 nona  
1
am leqsis avtoria n.kolxi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]