შაბათი, 23.11.2024, 13:36
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:47 ...და ვტოვებ წარსულს | |
წარსულზე ფიქრი სიკვდილს მაგონებს, მერმისზე ფიქრი იმედით მავსებს, ვიცი,სიზიფის ლოდს მივაგორებ, მაინც რწმენით ვარ ყელამდე სავსე; ვგრძნობ,ჩემში რაღაც არის წარმართის, მზესა და მთვარეს თაყვანს რომ სცემდა, მივალ,მიმყვება ხან მღვრიე მარტი, ხან შემოდგომის უძირო სევდა. ჩუმად შემოდის ჩემში სამყარო, თან დამაქვს,როგორც კასრი_ დიოგენს... და,სხვა რა გზა გაქვს,გულო,საწყალო, შენ ეს სამყარო უნდა გტკიოდეს. უნდა გტკიოდეს და გიბიძგებდეს სიცოცხლისაკენ,ყოველთვის,მუდამ, დილა ფიქრებში გვითენდებოდეს, გვიღამდებოდეს ზრუნვაში უნდა; აბა,ამ კოშკებს ვინ უდარაჯოს, ამ მიწას ვინღა შესწიროს თავი?! და ვტოვებ წარსულს,როგორც ყაყაჩოს, ბალახთან ერთად რომ მოსთხრის კავი. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |