.

მთავარი » 2013 » იანვარი » 30 » 40 რჩევა ქალებს
13:01
40 რჩევა ქალებს


1. გაუხეშებულ ხელებს არბილებს თბილი,არარაფინირებული მცენარეული ზეთი:წაისვით და გაიჩერეთ 5 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი დაიშრეთ.
2.ხელები ნაზი და თეთრი გექნებათ თუ 2-3 სუფრის კოვზ რძეზე დამზადებულ კარტოფილის პიურეს დაუმატებთ 11 ჩ.კ 3% წყალბადის ზეჟანგს.მიღებული მასა ხელებზე დაიდეთ 5 წუთის განმავლობაში.
3.თუ ფეხის ფრჩხილები გიყვითლდებათ და შრეებად გეყოფათ,მოხარშეთ კაკლის ხის 10 ფოთოლი და ორი კვირის განმავლობაში ათწუთიანი აბაზანები გაიკეთეთ.
4.თუ სახე ჭორფლიანი გაქვთ, ყოველდღე წაისვით ლიმონის წვენისა და 3% წყალბადის ზეჟანგის ნარევი.
5.ხელების დასარბილებლად აიღეთ თანაბარი რაოდენობის მარილი,მდოგვის ფხვნილი,და დაწმენდილი ნავთი.მიიღებთ არაჟნის კონსტიტენსიის მასას, რომელიც ძილის წინ ხელებზე კარგად შეიზილეთ.
6.ხელებსა და ტანზე თეთრი ლაქების მოსაშორებლად კარგია უმწიფარი ლეღვის წვენი (რძე).
7.ფრჩხილების გასამაგრელბლად საჭიროა ათწუთიანი მარილის აბაზანების გაკეთება,შემდეგ კი ფრჩხილების იოდი წაუსვით.
8.კლასიკური ვარჯიში მკერდისათვის:მკერდი რომ მკრივი და ლამაზი გქონდეთ,მარჯვენა ხელი თავზე გადაიტარეთ რაც შეიძლება შორს ზურგის მიმართულებით და ხელი მტევანით ნელნელა დიდი წრეები მოხაზეთ. იგივე გაიმეორეთ მარცხენა ხელით.ვარჯიში თითოეული ხელით 10 ჯერ მაინც უნდა გაკეთდეს.
9.მუცელზე ზედმეტი ცხიმი არ მოგეკიდებათ,თუკი ყოველი 2 სთ-ის განმავლობაში, ფეხზე მდგომი თუ დამჯდარი, 8-10 ჯერ ამოისუნთქავთ და შეისუნთქავთ მუცლით.
10.თუ გსურთ მეჭეჭი მოიცილოთ,ხშირად წაისვით ქონდარი.
11.ორგანიზმში რკინის ნაკლებობა თმის სიმშრალესა და ფრჩხილების ხშირ მტრევას იწვევს.მიიღეთ ვიტამინი B12. ჭამეთ ხორცი,ღვიძლი,წიწიბურა, ვაშლი , სასურველია ''ანტონოვკა'' , ჭერმის ჩირი,ქიშმიში და კვერცხის გული ნებისმიერი სახით.
12.თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა:პატარა (ოთახის) პილპილის თავები ან 1 თავი ხახვი (სახეხზე გახეხილი), 1 სუფ.კ. აბუსალათინის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და დაბანის წინ თმის ძირებში შეიზილეთ.თავი შეიხვიეთ ცელოფნით,ხოლო შემდეგ თავსაფრით.2 სთ-ის შემდეგ თავი დაიბანეთ.
13.თმის ძირების გასამაგრებლად ერთი თვის განმავლობაში დაბანამდე 2 საათით ადრე შეიზილეთ გახეხილი ხახვი, მეორე თვეს-ნიორი.
14.თმის ძირების გასამაგრებლად ასევე კარგი საშუალებაა:1 ცალი გახეხილი ხახვი,1 კვერცხის გული,1 სუფ.კ ქაფურის ზეთი,2 სუფ.კ თაფლი. მიღებული მასა დაბანამდე 2 საათით ადრე შეიზილეთ.
15.100 გრ. ჭინჭარს დაუმატეთ 1 ლ.მზესუმზირის ზეთი.ცოტა ხანს დააყენეთ,აურიეთ და ძილის წინ თმის ძირებში შეიზილეთ.ეს ნაყენი თმის ცვენის საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა.
16.ცხიმიანი თმის ძირების გასამაგრებლად გააკეთეთ შემდეგი სახის ნაყენი:3 სუფ.კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ.წყალი.ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ დაუმატეთ 20 გრ. ჭინჭრის და ორავანდის წვენი.შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში 2-3 ჯერ.
17.თუ თმები გცვივათ,მოხარშეთ დაფნის ფურცელი და ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ.
18.ჭორფლი თითქმის გაგიქრებათ,თუ ხშირად გაიწმენდთ სახეს შემდეგი ხსნარით:20 გრ ძმარი,15 გრ ლიმნის წვენი,10 გრ ადუღებული წყალი.
19.სახიდან თმების მოსაცილებლად გაადნეთ 100 გრ კინოფილი, 40 რგ სამედიცინო ცვილი,10 გრ პარაფინი და ამ თბილი მასით სახის თმიანი ნაწილი დაიფარეთ.შემდეგ ჩქარი მოძრაობით,ერთბაშად აიძრეთ გაცივებული მასა,რომელიც თან თმებსაც გაიყოლებს.
20.სახის კანი ელასტიური ხდება და ნაოჭები ქრება თაფლის სხვადასხვა ნიღბებით:1)1 სუფ.კ თაფლს ავურიოთ 1 სადესერტო კოვზი რძე;2)1 ჩ.კ ტაფლს დავუმატოთ 1 ჩ.კ კვერცხის ფხვნილი ან გული და 1 სუფ.კ შვრიის ღერღილი;3)1 ჩ.კ თაფლს დავუმატოთ 1 ჩ.კ გლიცერინი და 1 კვერცხის გული;4)1 ჩ. ჭიქა წყალს აურიეთ 1 სუფ.კ თაფლი და 20 წუთით წაისვით სახეზე.
21.ყელზე გამუდმებით უნდა იხმაროთ მკვებავი კრემები, რადგან სახის კანისგან განსხვავებით აქ ცხიმოვანი ჯირკვლები არ არის.
22.შავ ფერიჭამელებს ადვილად მოიცილებთ,თუ ნახევარ ჩ.კ სუფრის მარილს აურევთ 1 სუფ.კ საპნიან წყალს.შემდეგ თითზე დოლბანდი გადაიხვიეთ, რომელსაც წინასწარ 3% წყალბადის ზეჟანგში დაასველებთ და წრიული მოძრობებით ფრთხლად შეიზილეთ მასა იმ ადგილებში,სადაც შავი ფერიჭამელები გაქვთ.სახის სხვა ადგილებსაც ნუ გამოტოვებთ, რადგან ეს მასა ფორებსაც კრავს.2-3 წუთის შემდეგ სახე ჩამობანეთ თბილი,შემდეგ კი ძლიერ ცივი წყლით.სახის გაწმენდის შემდეგ გაიკეთეთ საფუარის ნიღაბი,ცხიმიანი კანის შემთხევვაში საფუარს დაუმატეთ 3% წყალბადის ზეჟანგი და მიიღებთ არაჟნის კონსტიტენციის მასას.ნორმაული კანისტვის საფუარს რძე დაასხით,ხოლო მშრალი კანისთვის -მცენარეული ზეთი.სველი ღრუბლით ან ბამბის ტამპონით ნიღაბი სახეზე დაიდეთ;10-15 წთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ რძის ან გვირილის ნაყენით გაზავებული თბილი წყლით.
23.თმიანი ადგილები სახეზე,ყელზე,მკერდზე,ხელებსა და ფეხებზე უმჯობესია გაიუფერულოთ.ხშირი პროცედურების ჩატარებით თმა თხელდება,ცვივა და საბოლოოდ სრულიად შეუმჩნეველი ხდება.ამისთვის აიღეთ 1 სუფ.კ წყალბადის ზეჟანგი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი და სახეხზე გახეხილი საპონი (ან საპარსი კრემი) . დაიდეთ 15-20 წუთის განმავლობაში.შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიპუდრეთ.
24.სახე ელასტიური და ქორფა რომ გახდეს,მოხარშეთ საშუალო ზომის 1 კარტოფილი კანიანად.გაფცქვენით და ასრისეთ,დაამატეთ 1 ჩ.კ არაჟანი ან ზეითუნის ზეთი.მიღებული მასა დაიდეთ თვალის უპეეპსა და კუთხეებში,სადაც ნაოჭების წვრილი ბადე მოჩანს.შეიძლება ასევე პირის ირგვლივათაც;მაშინვე თვალის ზედა ქუთოთოებზე დაიდეთ ჩაის ან გვირილას ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები.20 წუთის განმავლობაში იწექით ად სხეული მოადუნეთ.შემდეგ სახე ჩამოიბანეთ და უპეებზე მკვებავი კრემის თხელი ფენა გადაისვით.
25.''მეორე'' ნიკაპს შემდეგი ვარჯიშის საშუალებით მოიცილებთ:გააღეთ ფართოდ პირი,საჩვენებელი და შუა თითით ყბა ქვემოთ ჩამოქაჩეთ.ამავდროულად სცაეთ პირი დახუროთ.
26.კოსმეტიკაში ქაცვის ზეთს იყენებენ დამარბილებელ, მატონიზირებელ, მკვებავ საშუალებად.
27.მოშვებული, ნაოჭიანი კანისთვის კარგი იქნება შემდეგი მცენარეული ნაყენი:1ჩ.კ დანაყულ კამას,მუხის ქერქს,სალბის და ცაცხვის ყვავილს დავასხათ 2 ჩ . ჭიქა ადუღებული წყალი.
28.თუ ძალზე წითელი ლოყები გაქვთ თითო-თითო წურბელი დაისვით.წურბელები უმტკივნეულოთ შეიწოვენ ზედმეტ სისხლს.
29.ფერიჭამელა ''აკნეს'' მოუხდება შემდეგი ხსნარი:50 გრ სპირტს დაუმატეთ 2 აბი ლევომიცენიტი და 2 აბი ასპირინი.ასევე კარგია 10% სინტომიცინის მალამოს კომპრესის დადება ღამით.
30.თქვენი სახის კანი დიდ ხანს შეინარჩუნებს სინორჩეს თუ სახეზე ხშირად დაიდებთ ყინულის ნაჭრებს ან თავსაფარში გამოკრულ თოვლს.გააკეთეთ ეს ყოველ დილას ან საღამოს.
31.სახის კანი ნაზი, ელესტიური, ქორფა და ვარფისფერი გაგიხდებათ , თუ თვის განმავლობაში სისტემატიურად დაიდებთ ნესვის დასრესილი რბილობის ნიღაბს.
32.მოშვებული კანი ახალგანზრდულ იერს დაიბრუნებს, გაიწმინდება და ელასტიური გახდება,თუ სახეზე მკვებავ კრემს წაისვამთ,შემდეგ კი დაიდებთ ცხელ წყალსა და რძეში დასველებულს და გაჟივებულ შავი პურის გულს.ნიღაბი იმდენად ცხელი უნდა იყოს,რამდენსაც თქვენი სახის კანი აიტანს. მასა კარად შეიშრეთ სახეზე,შემდეგ კი ფრთხილად ჩამობანეთ. ეს გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.
33.სახის კანი ძილის წინ აუცილებლად საპნით დაიბანეთ და ნურაფერს წაისვამთ, ისე დაწექით.მიეცით კანს სუნთქვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორები ბინძურდება და ბაქტერიებისთვის კარგი პირობები იქმნება.ასე ჩნდბა კანის ანთება, წარმოიქმნება ფერიჭამელები და ფართოვდება ფორები.
34.გაუხეშებული ქუსლები დაილბეთ სოდიან წყალში 10-15 წუთის განმავლობაში.(2 ჩ.კ. საჭმლის სოდაც დაუმატეთ მცირეოდენი წყალი), შემდეგ ქუსლებზე მთელი ღამით დაიდეთ გახეხილი ხახვის კომპრესი.დილით დაიბანეთ, ქუსლები გაიხეხეთ და ცხიმიანი კრემი წაისვით.
35.ძველი ჩაის ნაყენი გადაიღეტ რამე ჭურჭელში, გააზავეთ წყალში და დილით პირი დაიბანეთ.ასეთი პროცედურა კანის კარგი მატონიზირებელია და სახეს აძლევს შავგრემან ფერს.
36.თუ ფეხები ძლიერ გიოფლიანდებათ წყლის აბაზანას დაუმატეთ ტირიფის,მუხისა და შვიტას ქერქი.შემდეგ გადაივლეთ და ცოტაოდენი ძმრით გაზავებული წყალი და მოიყარეთ თანაბარი რაოდენობით აღებული ბორისმჟავასა და თალკის ნარევი.
37.თუ იღლიების გადამეტებული ოფლიანობა გაქვთ,ერთმანეთს შეუნაცვლეთ ცხელი და ცივი კომპრესები 2 წთ-ის გამნმავლობაში.ოფლის გამოყოფა და მძაფრი სუნი შემცირდება.
38.დახეთქილ თითებზე აუცილებელია იოდის, შემდეგ კი მიკოსეპტინის წასმა.
39.დახეთქილი, გაუხეშებული ქუსლები ჯერ მშრალად, შედეგ კი თბილ სოდიან ხსნარში გაიხეხეთ.მერე კი მაშინვე წაისვით სუფთა გლიცერინი და ბორის ვაზელინი.
40.ფრჩხილების ლაქი გაშრება და დიდხანს არ მოგცილდებათ,თუ თითებს მაშინვე ჩაჰყოფთ ცივ წყალში 1-2 წუთით.
იმედია რჩევები გამოგადგებათ !
კატეგორია: ♥სასიყვარულო რჩევვა | ნანახია: 2157 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]