.

მთავარი » 2013 » იანვარი » 27 » 10 მითი მამაკაცის და ქალის შესახებ
19:26
10 მითი მამაკაცის და ქალის შესახებ

მითი № 1 -მამაკაცები არიან ოჯახის მარჩენლები.

ამ მითს აქარწყლება არა მარტო თანამედროვე სამყაროში არსებული მდგომარეობა, არამედ ისიც რომ არქეოლოგების მტკიცებით ნეანდერტალელის სუფრაზე საკვების 80% -ს ქალის მიერ მოგროვილი თხილი, ფრინველის კვერცხი და ხილი შეადგენდა.

მითი № 2 -დედები საკუთარ შვილს სუნით ცნობენ,მამები-ვერა

შვედმა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ცდამ სრულად საწინააღმდეგო დაამტკიცა, მხოლოდ მამაკაცებმა ამოიცნეს საკუთარი ნაშიერი სუნით.

მითი № 3- ქალები ბავშვებთან ურთიერთობას თავს უკეთ ართმევენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის როს პარკის კვლევების მიხედვით მამებს და შვილებს შორის იგივენაირი ემოციური კონტაქტია რაც დედა-შვილს შორის. მამა ზუსტად აღიქვამს შვილის მხრიან წამოსულ შიმშილის, შიშის, მოწყენილობის სიგნალებს . 

მითი № 4 ქალებს უკეთესი ინტუიცია აქვთ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა ინტუიციის შესახებ დაწერილი ნაშრომების გადახედვა , მეცნიერებმა ჩატარებული ცდების საფუძველზე დაანგრიეს ეს მითი, ყველა ტესტის მიხედვით ქალებმა და კაცებმა ერთნაირი შედეგი აჩვენეს.

მითი № 5 ქალები ნაკლებ აგრესიულები არიან.

ბავშვობის და მოზარდობის ასაკში აგრესიის ფიზიკურ გამოვლინებს ბიჭებთან შედარებით გოგონები ნაკლებად მიმართავენ. მაგრამ შემდგომ ასაკში მორალურ სადიზმში ქალები ლიდერობენ.

მითი № 6 თუ ქალი მუშაობს, ის მეუღლეზე მეტს გამოიმუშავებს

გერმანიში ჩატარებული კვლევების მიხედვით ქალების მხოლოდ 35% გამოიმუშავებს მეუღლეზე მეტს.

მითი № 7 ყველა მნიშვნელოვანი გამოგონება მამაკაცებს ეკუთვნით.

ამერიკელმა დოროთი ჰოჯკინმა რენტგენული სხივებით გაშიფრა ასზე მეტი მოლეკულა, ადა ლავლეის ბაირონი ითვლება ინფორმატიკის ფუძემდებლად. 1830 წელს მან დაწერა მატემატიკური გამოთვლების პროგრამა. სტეფან ლუიზა კვოლეკმა გამოიგონა მსუბუქი, ფოლადივით მტკიცე ნივთიერება „ კევლარი" რომელიც ჯავშანჟილეტების დასამზადებლად გამოიყენება. ეს ქალი გამომგონებლების მცირე ჩამონათვალია.

მითი № 8 ქალებს არ უყვართ პორნოგრაფიის ყურება

ჰამბურგის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით ქალების 50 % და კაცების 73% უყურებს პორნოგრაფიას.

მითი № 9 ქალებს ბევრი ლაპარაკი უყვართ

მეცნიერებმა გამოითვალეს რომ მამაკაცები უფრო მეტ სიტყვას წარმოთქვამენ დღის განმავლობში, აქედან დასკვნა , რომ კაცებს უფრო მეტი ლაპარაკი უყვართ მაგრამ ისინი ნაკლებ მომხიბლავი მოსაუბრენი არიან.

მითი № 10 მამაკაცებს არ აქვთ ყოველთვიური ციკლი

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებშიც არსებობს ყოველთვიური ციკლი. მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია ,რომელიც გავლენას ახდენს როგორც მამაკაცის ლიბიდოზე, ასევე მის საერთო მდგომარეობაზე და მის ემოციებზე. ამ დროს ის გახიზიანებულია და შფოთავს.

მეცნიერები ვარაუდობენ რომ მამაკაცების „პმს"-ი 23-33 დღეში ერთხელ აქვთ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1070 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]