.

მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » ოცნების ქალი
01:13
ოცნების ქალი

რა ლამაზი ხარ არ გეცეს თვალი
მოდიხარ მოსდევ ცხოვრების კიბეს,
შენ უნდა გერქვას ოცნების ქალი
და საპატარძლო კაბაში იდგე.
შენ უნდა გერქვას სიცოცხლის წყარო,
არა,არ დაშრე შენი კვნესამე,
უნდა იწამო მთელი სამყარო,
მაგრამ ვიცი რომ შენ არ იწამებ.
გთხოვ მაპატიო თუ რამ შეგცოდე,
მე სიყვარული მალაპარაკებს,
თუ ტყუილი ვთქვი დაგმე ეს ლექსი
და მიათვალე იგავ-არაკებს.
მე შენი ბედი მართლაც მაწუხებს
შენს ბედისწერას ვიწვევ დუელში,
ჩამოვიცილებ დარდის მარწუხებს
იქნებ გულს მივცე ცოტა ნუგეში. 

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1141 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]