.

მთავარი » 2013 » იანვარი » 29



საერთოდ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ ერთი სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მაგალითად, ვერძსა და ლომს, კუროსა და თხის რქას, სასწორსა და მერწყულს და ა. შ. 

ასტროლოგები 4 ძირითად სტიქიას გამოყოფენ: ცეცხლის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი), მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა), ჰაერის (ტყუპი, სასწორი, მერწყული) და წყლის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები).

რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ერთმანეთს იზიდავენ საწინააღმდეგო ნიშნებით დაბადებული ადამიანებიც, მაგალითად, ვერძი და სასწორი, კურო და მორიელი, ტყუპი და მშვილდოსანი და ა. შ. ასტროლოგთა დაკვირვებით, ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვთ შემდეგ წყვილებს:

1. ქალი-მორიელი და მამაკაცი-კურო

მიუხედავად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული ფასეულობებისა და განსხვავებული ენერგიებისა ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ტესტები |ნახვა: 3298| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



1) სიცილი მიყვარს, თბილი და გულიდან წამოსული ნამდვილი და გადამდები ტკივილს რომ გიყუჩებს და სიცოცხლეს რომ გაგრდზზნობინებს .... ცრემლებიც მიყვარს ოგონდ სიყვარულის და ბედნიერების..

2) ,,შენზე ფიქრში სიყვარული მათოვდა, მონატრება გადაიქცა მათხოვრად..."

3) მტკივხარ ადამიანო, ჩემი გულის, სულის ერთადერთი დანაკარგი ხარ, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის.შენ ჩემთვის ისევ ჩემი ერთი ცალი ხარ!!.

4) დარდი რა იყო არ ვიცოდი შენ შემასწავლე, ცრემლი თვალიდან არ მდიოდა ეხლა ვტირივარ, ჩუმად უთქმელად ვიფერფლები ჩემს სიყვარულში ,მარტოობის და უბედურების ერთი გმირი ვარ !!

5) ჩემთვის სულ მოგება არ უსწავლიათ , მე მხოლოდ მასწავლეს როგორ ავმდგარიყავი დაცემის შემდეგ ..!

6) ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი, ხან მზე დგას, ხან კი ქარები ქრიან.. ყველა ვიღაცის იმედით დადის, ყველას ვიღაცის იმედი ჰქვია.ჩუმად მოსული ტკივილის გარდა, გული ხომ ათას სიხარულს ელის. და ჩვენც ვიცინით, ვიცინით, რადგან ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის...

7) როგორ დავენდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ, არაფერს მოვითხოვ მეტს, რა უნდა მინდოდეს სხვა...

8) პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი არ არსებობს..

9) ხანდახან ხარხარი მინდება, ყვირილი მინდება ხანდახან, ხანდახან გულიც კი მისკდება, ლამის შევიშალო ... კითხვის გაგრძელება »



მე მიყვარს შენი თეთრი თითებიალიონზე,
რომ მოსწყვეტს ცის ვარსკვლავს, 
თმა რომ გისერავს მშვენიერ სახეს
ძალიან თბილს და ალალ მართალს.
მე მიყვარს შენი თვალების ფერში
მცირე ნაღველი, ჩრდილთა არევა, 
ვარდისფერ ტუჩთა ნაზი ნარნარი
და შენს ალერსში სულ გადარევა.



მისი თვალების ფერი,
მისი ტუჩები მწველი,
ის ოცნებაა ჩემი,
მისგან სიყვარულს ველი,
და ამ ლოდინით მხოლოდ
ვიკლებ სიცოცხლეს ჩემსას,
მიჩვეული ვარ ეხლაც,
შენი თვალების ცქერას,
ღმერთმა თუ იცის მხოლოდ
ამ ჩემი გულის ძგერა,
მე უკვე ძაან მცხელა,
ის კი ვერაფერს ხვდება...
მე მაინც მიყვარს, მაინც,
ვერ დავივიწყებ ვერა,
მისი თვალების ფერი,
მისი ტუჩები მწველი.



სად დაიბადა ბედნიერება... 
ზღვაში? მზეში? თუ ჩვენში? 
სად ისახება მისი ზმანება, 
ღიმილში? იქნებ ცრემლში? 
ზღვა მღელვარეა, ცოტა 
მრისხანეც, 
გრძნობებს ვერ მალავს ვერსად, 
თუ რამეს დარდობს გულში ვერ 
იკლავს, 
გულს ტალღებს უშლის წესად... 
მზე ნათელია, თითქოს მდუმარე, 
რასაც გრძნობს არას ამბობს, 
ვინ იცის გულში რა გრძნობებს 
მალავს, 
ვიზე ან რაზე დარდობს... 
ის, ვინც იცინის, ბედნიერია? 
იქნებ ამით დარდს მალავს? 
ალბათ გონია, რომ ამ ღიმილით 
სევდიან სახეს ფარავს... 
ბედნიერებას სევდა არ ახლავს,  ... კითხვის გაგრძელება »



ეს დღეც დაღამდა,კიდევ ერთი დღე,
ნაცრისფერი და ჩვეულებრივი,
ერთხელაც ვცადე_ვერ მოვახერხე,
ვერ გავარღვიე მაინც ჯებირი.
დღესაც არავის ესმოდა ჩემი,
(ვისაც ესმოდა_მიწაში იწვა),
კაცის გულივით ცივი და მძიმე,
თავის წიაღში მიხმობდა მიწა;
მე ხსნას ზეცაში ვეძებდი მაინც,
მაგრამ გაფრენა ვეღარ გავრისკე
და თანაგრძნობით ვუმზერდი
როგორ იღუნებოდა ქარში ალვის ხე.
იღვენთებოდა ქაღალდზე ლექსი_
ჩემი დაღლილი სულის ნაყოფი...
და თავზე მედგა ჰამლეტის ლანდი,
როგორც დილემა ყოფნა-არყოფნის.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1221| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე ასე ვამბობდი თავიდან:
_ტკივილი გაჰყვება ნიავ-ქარს,
გავალ და როგორმე გავიტან
სულს,როგორც დაფლეთილ იალქანს;

უშენოდ მაინც ვერ გავძელი,
სულ მაკლდი,ვით ბნელში სინათლე,
მე შენი თვალების ნათელი
რამდენჯერ,რამდენჯერ ვინატრე.

რაც მწამდა,მჯეროდა,ვიცოდი_
დღითიდღე ხელიდან მეცლება...
მე მთელი ცხოვრება ვიწვოდი
და ფერფლი მცვიოდა ლექსებად.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1369| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დადგა ზამთარი.მეშველა თითქოს_
თოვლით ამივსო გულის კუნჭული,
თითქოს მდგმური ვარ საკუთარ სახლში_
ჩემივ სხეულში ვარ მიკუნჭული.
თითქოს ზეცამაც ნირი იცვალა,
უკვე არ მაფრქვევს მზეს და ხალისებს,
თუნდ ვარსკვლავებიც მიყაროს ფეხქვეშ,
იცის,ვერაფრით გამახალისებს.
გადაიყოლეს ცივმა ქარებმა-
ახლა ზამთარიც დამტოვებს მალე,
ბევრი ვემალე მტანჯველ ტკივილებს,
მაგრამ ვერა და ვერ დავემალე.
მოვა მარტი და,ვიცი,ამამღვრევს
და მომანდომებს ისევ ხეტიალს,
მაგრამ სხეული აღარ აჰყვება...
_სულო,ეგ უკვე მეტისმეტია!
გთხოვ,ნუ მახსენებ,რასაც ვერ ვშველი,
აბა,რას მარგებს შენი ბღავილი...
წადი,დამტოვე ისე უჩუმრად,
როგორც ამოდის თოვლქვეშ ყვავილი.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1219| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ხსოვნას სულ ცოტა დრო აქვს, 
კედლებს მოედო ხავსი, 
ავ ქარს სურნელი მოაქვს, 
შენი სურნელის მსგავსი; 
ქარი კოპიტებს არხევს, 
გრძნობებს_გრიგალი ავი, 
მაინც მიარღვევს ტალღებს 
ჩემი ოცნების ნავი. 
შენი სურნელი თმების, 
ახლაც დანისლავს ლოდინს, 
სადღაც,გადაღმა მთების, 
დილა ფიქრივით მოდის. 
მე მოგაწიე გზაში 
ეს სიყვარული წმინდა, 
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1491| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა