.

მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » ეს დღეც დაღამდა ნ.კოლხი
13:54
ეს დღეც დაღამდა ნ.კოლხი


ეს დღეც დაღამდა,კიდევ ერთი დღე,
ნაცრისფერი და ჩვეულებრივი,
ერთხელაც ვცადე_ვერ მოვახერხე,
ვერ გავარღვიე მაინც ჯებირი.
დღესაც არავის ესმოდა ჩემი,
(ვისაც ესმოდა_მიწაში იწვა),
კაცის გულივით ცივი და მძიმე,
თავის წიაღში მიხმობდა მიწა;
მე ხსნას ზეცაში ვეძებდი მაინც,
მაგრამ გაფრენა ვეღარ გავრისკე
და თანაგრძნობით ვუმზერდი
როგორ იღუნებოდა ქარში ალვის ხე.
იღვენთებოდა ქაღალდზე ლექსი_
ჩემი დაღლილი სულის ნაყოფი...
და თავზე მედგა ჰამლეტის ლანდი,
როგორც დილემა ყოფნა-არყოფნის.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1223 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]