.

მთავარი » 2013 » იანვარი » 02


მოდის ზამთარი,მოდის ზამთარი, 
და შიშველ ტოტებს,როგორც ქიმერებს, 
მიაქვთ სითბო და მიაქვთ სინაზე, 
მოაქვთ თოვლი და მოაქვთ სიბერე; 

სულ სხვას ვეძებდი,სულ სხვა მინდოდა, 
რაღაც უჩვევი,რაღაც ზღაპრული, 
სანაცვლოდ შემრჩა თვალთა სისველე, 
სულიდან ქარით ამოხაპული. 

ვიცი დაგკარგე,მესმის დაგკარგე, 
მაინც ვერ გთმობ და მაინც გიგონებ 
და შენზე ფიქრით და შენზე დარდით, 
შენზე წუხილით ვავსებ სტრიქონებს.  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1159| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თოვდა და თოვლის ფიფქები ციდან 
მოფარფატებდნენ როგორც მტრედები, 
ნაფეხურები ქარგავდა ქუჩას, 
როგორც თეთრ საყდარს ორნამენტები. 

ვიდექ თოვაში თვალდახუჭული, 
მხრებზე მეყარა ფანტელთა მძივი 
და წამწამებზე დნებოდა თოვლი, 
ასე მსუბუქი და ასე ცივი. 

ცვიოდა თოვლი ჩუმი შრიალით 
თითქოს მესმოდა ნაცნობი სუნთქვა, 
თითქოს მიხმობდა ჩემი ბავშვობა, 
თოვლის ფიფქივით ნაზი და სუფთა. 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 891| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ძილშიც კი,ძილში ვიღაც მანჯღრევს, 
ვიღაც მეძახის: 
_იყავი ფხიზლად,არდაჟანგდს შენი მახვილი, 
ნუ დაანებებ ამ მიწას და ამ ცას საფიცარს... 
ძილშიც კი,ძილშიც შორეული მესმის ძახილი. 
...შენ კი,მამულო,ლერწამივით ირყევი ახლაც, 
ხან ჩრდილოეთით, 
ხან დასავლეთით ხარ გადახრილი, 
ის კი,ვიღაცა, 
გამუდმებით მანჯღრევს და მკილავს... 
ძილშიც კი,ძილშიც მესმის ძახილი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 939| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


* * * 
ცხოვრება,ასე მძიმე და მკაცრი, 
ცრემლს გაწვიმებს თუ დაგათოვს იებს_ 
დარჩი მიწაზე,იყავი კაცი, 
ღმერთობას მაინც ვინ გაპატიებს! 

* * * 
სადღაც დანგრეულ ეკლესიას უწყალოდ აწვიმს 
და წვიმა რეცხავს მლოცველთ კოცნით 
გაცვეთილ ფიქალს... 
მეც ახლა ცრემლით,ცხელი ცრემლით სველი მაქვს ღაწვი 
და შენი კოცნის ნაკვალევი მიაქვს და მიაქვს... 

... მე დანგრეული ვარ ეკლესია! 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 819| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა