.

მთავარი » 2013 » იანვარი » 06


ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 970| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შეითქვა სამყარო,აშალა ლაშქარი, 
ხეებში შფოთავდნენ ვეველური ქარები, 
ღრუბელთა სამეფოს დაეცა თავზარი, 
ცა გახდა პირქუში და მიუკარები; 

და ჩაცხრა როდესაც საავდრო ზღვაური, 
მზემ ზეცას ციმციმა ცრემლები მოსწმინდა, 
ქარებმა დაგლიჯეს ღრუბლების ცხაური 
და ციდან კვლავ ლურჯი ლაჟვარდი მკოცნიდა.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 887| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რწმენა თუ მამაღლებდა, 
ტკივილი მცდიდა 
და ჩემი სამშობლო_ 
სულ ერთი ციდა; 
მეწვოდა მზისაგან 
სახე და ბეჭი, 
სულს კი...სულს მატლივით 
მიღრღნიდა ეჭვი: 
_რით მოველ, 
რით წავალ ან ამას იქით_ 
სიყალბით? 
სიმართლით? 
კვეხნით თუ ლიქნით? 
მიწაზე თუ ვეგდე- 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 875| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წარსულზე ფიქრი სიკვდილს მაგონებს, 
მერმისზე ფიქრი იმედით მავსებს, 
ვიცი,სიზიფის ლოდს მივაგორებ, 
მაინც რწმენით ვარ ყელამდე სავსე; 

ვგრძნობ,ჩემში რაღაც არის წარმართის, 
მზესა და მთვარეს თაყვანს რომ სცემდა, 
მივალ,მიმყვება ხან მღვრიე მარტი, 
ხან შემოდგომის უძირო სევდა. 

ჩუმად შემოდის ჩემში სამყარო, 
თან დამაქვს,როგორც კასრი_ დიოგენს... 
და,სხვა რა გზა გაქვს,გულო,საწყალო, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 856| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

 
მაპატიე...
მაპატიე უფალო, რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა, რომ ვიყო...
მაპატიე რომ ყოველ წუთს ვცოდავ...
მაპატიე, რომ ყოველ ჩემს აღსარებას, კიდევ ერთი ცოდვა ემატება,
მაპატიე რომ არ გიფასებ ამაგს...
მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,
მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე, როგორც სხეულზე, მაპატიე რომ უნებურად ვტკენ, ვანერვიულებ..
მაპატიე რომ გტკენ... მაპატიე რომ ზოგჯერ ცოდვას ნებით ჩავდივარ, იმ იმედით რომ მაპატიებ...
მაპატიე, რომ ისე ძლიერ არ მიყვარხარ როგორც უნდა მიყვარდე, მაპატიე რომ დაპირებებს არ ვასრულებ პირნათლად..
მაპატიე, რომ ზოგჯერ ვცრუობ, მაგრამ არასოდეს სხვის საზიანოდ.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.... დიდი და პატარა ცოდვა ხომ არ არსებობს, ისევე როგორც "ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1027| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ამ შობის ღამეს, 
როცა ზეცა იხსნება წამით, 
როცა ღვთიურ ცეცხლს გარდმოგვივლენს 
კვლავაც უფალი, 
მოდით,ვისურვებთ,ქართველებო, 
ჩვენი ქვეყანა 
იყოს ძლიერი, 
ერთიანი, 
თავისუფალი! 

დაე,ეს ღამე 
გახდეს ერის გამთლიანების, 
ვისწავლოთ ღვთისგან მიტევება, 
მოძმის გატანა, 
შევუნდოთ ერთურთს... 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 925| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა