.

მთავარი » 2013 » იანვარი » 19


ნანგრევთა შორის თვლემს ისტორია_
შექმნის,შენების,
სადღაც,გეგუთთან ტრიალებს სული
აღმაშენებლის;
ნანგრევთა შორის ვით მისტერია
ძველი ანტიკის_
წევს საიდუმლო ქარიშხლების
და მეხთატეხის.
ნარიყალასთან წუხს ისტორია_
ფერფლის და ღველფის
და სადღაც იქვე ტრიალებს სული
ერეკლე მეფის...
წუხს ისტორია,
დუღს ისტორია,
ისტორია ქუხს...
დრო კი არ ითმენს_
გორგასლის და ცოტნეს სული გვსურს...
წუხს ისტორია,
მოთმინებით ელის მედიუმს.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 941| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ნაკუწ-ნაკუწად დაჩეხილი შენი სხეული_
კარგი ესოდენ,
თითქოს სამიზნედ გამოეკრათ
და ლაფს ესროდნენ,
სული კი ზეცად მიიწევდა_
არ ნებდებოდა
და ლაფი ლაფად ისე მსროლელს
უბრუნდებოდა.

ასე ყოფილა ოდითგანვე_
იქნება ასე,
ოღონდ ნუ გძინავს,
გაიღვიძე,
ნუ წევხარ ნარზე!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 953| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თავაწყვეტილი თარეშობს ქარი,
გაძარცვულ ტოტებს თამამად უტევს,
სადღაც მიიწევს ხეების ჯარი,
თითქოს მიწიდან გაფრენა სურდეს;
მაგრამ ყინვისგან დამზრალ რტოებში
მაცოცხლებელი ჩამდგარა წვენი,
უცებ მოსკდება აპრილის თქეში,
აყვავდებიან აპრილში ხენი.
ხომ კვირტებშია ამ მიწის ძალა,
ხომ კვირტებშია ამ მიწის ვნება...
და ლტოლვის ნაცვლად და სრბოლის ნაცვლად,
მხოლოდ რტოების ნამსხვრევი რჩება.
ჩვეენც ხეებს ვგავართ, მთელი ცხოვრება
ცისა და მიწის მიჯნაზე მდგომნი,
ცას ველტვით,მიწა გვევიწროება
და ისევ მიწას ჩავყურებთ ნდომით.
ხომ ნდომაშია ამ მიწის ვნება,
ხომ ნდომაშია ამ მიწის ძალა...
და თუ მიწამ ცას არ დაგვანება,_
ცის სიყვარული რაღად გვასწავლა?!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 962| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ხდება,რომ ქვავდება,ყუჩდება სამყარო,
ყინული არ იძვრის დამზრალი სულიდან,
არც არას ელოდი იმ შემოდგომიდან,
არც არას მოელი ამ გაზაფხულიდან.
თენდება.ღამდება.დღე ყველა ახალი
ცინიკურ ნიღაბს და სამსალას გაჩეჩებს
და მაინც გულდა გულ კვლავ ფურცლავ კალენდარს,
და ითვლი წლებს,წუთებს,აგროვებ თარიღებს;
და მაინცირჯები_მიდიხარ,მოდიხარ,
თვალს აწვდენ ეკვატორს, გრძედებს თუ განედებს...
ამ ქვეყნად სიკვდილზე იოლი რა არის?
მოდი,თუ გულს გერჩის,სიცოცხლე გაბედე!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1033| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა