.

მთავარი » 2013 » იანვარი » 04


გაიჟღერებს გულში დარდი 
ვით ზღაპარი ფიცრულ სახლში.. 
მთვარეც მკრთალი ნაზი სხივით 
გაბრწყინდება ღამის ბინდში.. 

სახლებს თოვლი დაჰფენია 
ორთქლი დასრებია სარკმლებს.. 
რა ტკბილია ზამთრის ღამეს, 
რომ შეიგრძნობ სითბოს ტანზე.. 

მართალი ხარ გეთანხმები, 
იჩურჩულა სევდით მთვარემ.. 
და მათხოვარს გაკვირვება 
გადაეკრა უმალ თვალზე. 
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 2015| დაამატა: poeziazaza  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


როგორ შეერთდა მაცხოვრის ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნება და როგორია მონოფიზიტური და ნესტორიანული ცრუ სწავლებანი განკაცების შესახებ?

ედიშერ ჭელიძე (თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი):

"ეს საკითხი გახლავთ ყველაზე რთულად განსამარტავი, რადგან იგი კონკრეტულად ღვთისმეტყველება ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1370| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წესები :

1. აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული ლექსიის ავტორი.

2.ლექსი უნდა იყოს საკუთარი შემოქმედებიდან და არა მითვისებული.

3. ასაკი და სქესი შეუზღუდავი.< ... კითხვის გაგრძელება »


იარამ გახლიჩა კეტკუტის ძაფები, 
ჭრილობა არ მტკივა და ეგეც მაშინებს, 
სამყაროს დასასრულს,ვერაფლით გავედი და ჩემი გრძნობებიც ვერ გადავარჩინე, 
ამაო გოდების სმენად ვარ ქცეული, ფიქრები ეხლება,
ნერვების კარიბჭეს, არამაქვს იმედი და ფრთებდამსხვრეული,
 სული სხეულზე გადამაბიჯებს... იარას ვერ უძლებსსს...
კეტკუტის ძაფებიიი.. ჭრილობა მეხსნება და აღარ მაშინებს,
 სამყარო დავტოვე,დასასრულს გავედი... 
გრძნობები დაღუპვას? ვერ გადავარჩინე. თეკლა არშბა
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 917| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ფიქრი მეწვეთება სულში.... ფიქრი უსაშველოდ მტკივა და ის რაც ხდებოდა გუშინ,
 მინდა შევინახო ფრთხილად, გზებზე,უღიმღამო გზებზე, 
მებორიალება ყოფნა... თითქოს მე ამ ხალხში გეძებ, 
რომ ნახვის წყურვილი მოვკლა. ფიქრით შეშლილია სული, ფიქრში ამაოა ყოფნა,
 მინდა ამ ქუჩაზე გნახო და ყოველი გრძნობა მოვკლა. თეკლა არშბა
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 983| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


სიჩუმემ დამღალა, სიჩუმე მაშინებს,
 ოცნება ირევა თამბაქოს სურნელში, ფიქრები იმედით დილამდე ვაძინე, 
იმედით რომ კეთილს გავხდიდი სამყაროს, ვეღარ ვწერ,
 არ ვეძებ, არ ვნატრობ, აღარ ვგრძნობ, 
სიცოცხლეს შევეშვი და სკვდილს მივყვები,
ვიღიმი, და მტკივა,უბრალოდ ვთამაშობ,
ბედისწერისას შექმნილი სიძნელით, სიჩუმე არ მიყვარს, 
სიჩუმემ დამღალა, მჯირდება ხმაურით ნათქვამი სიტყვები,
 აღარ ვარ სათუთი, აღარ ვარ პატარა, 
სიჩუმე მაშინებს,ვხმაურობ,მჯირდებიიი.თეკლა არშბა
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 831| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ღამემ თვალები დამღალა... 
ვერ გგრძნობ, ვერ გხედავ, გნატრულობ, 
წუხელის,მთვარეც დამთვრალა, ვერ გაძლო უსიყვარულოდ... 
ყოფნისთვის,ყოფნა არ კმარა, ფიქრები ლეწენ საკეტებს, 
ამ მარტოობამ დამღალა და კვლავ ქუჩებში დაგეძებ, 
არ დაბრუნდები,აღარაა.... 
იმედის სხივი ჩავლეწე, ღამემ სხეული დამღალა, 
ვერ გგრძნობ,ვერ გხედავ, დაგეძებ. წუხელის,
 მთვარეც დამთვრალა, ფიქრი კვლავ გაშლის სარეცელს... 
თბილი მზის სხივი ჩამქრალა და უკუნეთში დაგეძებ,
ღამემ სხეული დამღალა,ვერ გგრძნობ, 
ვერ გხედავ, დაგეძებ თეკლა არშბა.
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1005| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩემი მონატრება შეშლილია, ქუჩებს მიუყვება ღამეში, 
ეხლა ყველაფერი შეცვლილია ზღაპრიდან ქვესკნელში დავეშვი,
შენი მონატრება ტკივილია, და სხივიც მიქრება თვალებში,
 შენი მოგონება ღიმილია, შენი ჩურჩულით და ალერსით... 
ეხლა ყველაფერი წარსულია, აწმყოდან წარსულში დავეშვი, 
შენი მონატრება ყვირილიაააა, სულში გაჩენილი ნაჩეხის... შენი მონატრება ა
დვილია, შენი დავიწყება??? ( არ მესმის ), შენით დავიწყე და ადვილია,
 შენით დასასრული არ მელის. ჩემი მონატრება....
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 810| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


საწუთროვ გეყოს ცრემლები ხარკად, 
საკუთარ თავთან მარტოდ დამტოვე,
 ჩემეულ ღიმილს,ნაღველი ახლავს, 
მაგრამ ფიქრები არ მღალატობენ, 
მე მათი ძველი მეგობარი ვარ,
 მარტი გავიდა ისევ დარია, 
ზეცამ ჩაყლაპა,შავი ღრუბელი,
 მითხარი გულო რა გიხარია?
 რით მოგირჩინო თვალებზე ცრემლი? 
მე ხომ გრძნობათა ნასუფრალი ვარ, 
მარტი დაპირდა ხეებს ყვავილებს... 
და რა იხილეს დილით თვალებმა ტყემლებს და ატმებს ვით ქალიშვილებს,
 ბაგეს უწვავდა,მზის მხურვალება.
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 827| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


ახლა:შენამდე ისე შორია,რომ იმედები დარდს გაჰყოლიან 
ახლა:ძვირფასო ეს სიმფონია,გულს მოსდებია ეიფორიად 
ახლა:ტკივილით სული დაღლილი,მრუში ოცნების დარდს აჰყოლია 
ახლა:რომეო თავს აღარ იკლავს,ახლა ჯულიეტა სხვას გაჰყოლია... 
ახლა:ვარდები რა მარონია,ახლა მარტონის ჯღერს მელოდია 
ახლა:სიყალბის მკაცრი აჩრდილი,სიკეთის ნიღბით დგამს პანტომიმას 
ახლა:ვივალდიც სევდით დაღლილი,მხოლოდ ზამთარს თხზავს ერთ სიმფონიას 
ახლა:რემბრანდის სარკის აცრდილში,სახის მაგიერ ნატურმორტია 
ახლა:პაგანინს ვიოლინოზე,არცერთი სიმი არ აწყდომია 
ახლა:გამქრალა ყველა ლამაზი.ახლა მახინჯი წერს მელოდიას 
ახლა:შენამდე ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 887| დაამატა: poeziazaza  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გაიჟღერებს გულში დარდი 
ვით ზღაპარი ფიცრულ სახლში.. 
მთვარეც მკრთალი ნაზი სხივით 
გაბრწყინდება ღამის ბინდში.. 

სახლებს თოვლი დაჰფენია 
ორთქლი დასრებია სარკმლებს.. 
რა ტკბილია ზამთრის ღამეს, 
რომ შეიგრძნობ სითბოს ტანზე.. 

მართალი ხარ გეთანხმები, 
იჩურჩულა სევდით მთვარემ.. 
და მათხოვარს გაკვირვება 
გადაეკრა უმალ თვალზე. 

ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 1942| დაამატა: poeziazaza  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წესები :

1. აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული ლექსიის ავტორი.

2.ლექსი უნდა იყოს საკუთარი შემოქმედებიდან და არა მითვისებული.

3. ასაკი და სქესი შეუზღუდავი.

4. ლექსის ზომა და შინაარსი სეუზღუდავი.

5. ლექსს უნდა მოაყოლოდ აუცილებლად ფოტოს ლინკი.

6. მიუთით სრული სახელი გვარი, ან  ნიკი.


შენ უკან დაგრჩა მშფოთვარე თერგი 
და დარიალი-სამოთხის კარი, 
დაკარგე ენა,დაკარგე რწმენა 
და ნებით გახდი იანიჩარი; 
დღეს დააბიჯებ უცხო მიწაზე 
იკაროსივით ფრთებშეტრუსული 
და ზურგით დაგაქვს სამარის ლოდი, 
როგორც ბილინგვა_ 
ქართულ-რუსული. 

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 952| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩუმი შრიალი მოაწყდა სარკმელს 
და ჩამისახლდა სულში ფარულად, 
ასე მეგონა,შენ თუ დაბრუნდი, 
ეს გაზაფხული შემოპარულა. 

ცა არის ისევ ჩუმი და ლურჯი 
და იდუმალი შუქი დილისა, 
მაგრამ ლექსებად აღარ იღვრება, 
თითქოს დაკარგა ლექსმა თილისმა. 

მშვიდობით...ნუღარ დამემდურები, 
ხედავ,ჩამქრალა ჩემი მზე რაკი... 
მე სიყვარულზე როგორ გიმღერო, 
როცა შხამს მასმევს ჟამი ვერაგი.  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 842| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


,,მთაწმინდაზე რა გინდოდა გალაკტიონ, 
განა ჩვენი საფიჩხია არ გერჩია? 
ქუთაისი უშენობას ახლაც გლოვობს, 
წახვედი და არც გიკითხავს რა დღეშია”. 
(მეგობრის ლექსიდან) 


ჩემო კარგო,მომაგონდა შენი ლექსი: 
გალაკტიონს მთაწმინდისთვის ვერ იმეტებ, 
მაპატიე,თუ შევიქენ კადნიერი, 
ლექსად თქმული ეს სიტყვები შემოგბედე: 

_საფიჩხია დაიტევდა გალაკტიონს?! 
მის ფართო მხრებს მთაწმინდაც კი ევიწროვა,  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1142| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თავისუფლება არ არის ბოდვა, 
როცა იბრძვი და აღარ ოკდები, 
მონად გაჩენა არ არის ცოდვა, 
ცოდვაა,როცა მონად მოკვდები. 

თუ ვერ მოძებნა სულმა ნაბზარი, 
ვერ დაძრა ლექსის მიეთ-მოეთი 
ცოდვა ხარ მაშინ,მოკვდე მჯღაბნელად, 
სულით ხარ როცა ნაღდი პოეტი. 

მოსწყდე ამ მიწას,ძნელია მეტად, 
მიწის შვილი ხარ როცა ნამდვილი, 
მაგრამ ქვეყნისთვის თუ თმობ სიცოცხლეს, 
მაშინ სიკვდილიც ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 888| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მადლობელი ვარ შენი,უფალო, 
სიყვარულისთვის,მე რომ მარგუნე, 
ანუ ტაძრისთვის-ჯერ რომ ამიგე 
და მერე ისევ გამინადგურე. 

მადლობელი ვარ შენი,უფალო, 
სიხარულისთვის,გულს რომ მომფინე, 
ანუ სულ რაღაც ერთი წამისთვის, 
მთელი სიცოცხლე რომ ვიმყოფინე; 

მადლობელი ვარ,თუნდაც სულ ერთხელ 
ჭირში გამოწვდილ მარჯვენისათვის, 
მადლობელი ვარ სიმაღლისათვის, 
მადლობელი ვარ დაცემისათვის; 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1107| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დაიბადა მაცხოვარი,
დაიბადა მხსნელი.
ქრისტე არი უფალი
ჩვენი გადამრჩენი.
მოგილოცავ შობის დგეს,
მოგილოცავ გულით,
ღმერთმა ყველა აგავსოთ
ღვთიურ სიყვარულით.
ქრისტემ ხორცში მოვლინებით
მოგიტანა სიცოცხლე
დააფასე უფლის მადლი
საუკუნოდ იცოცხლებ.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1249| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დანამდვილებით ვერ გეტყვით სად არის ეს ულამაზესი სანახაობა მაგრამ მერწმუინეთ
ლამაზი სანახავი იქნება


თუ იცით ვინმემ სად არის ეს ტბა დაწერეთ კომენტარში  ადგილმდებარეობა


რა ლამაზი ხარ არ გეცეს თვალი
მოდიხარ მოსდევ ცხოვრების კიბეს,
შენ უნდა გერქვას ოცნების ქალი
და საპატარძლო კაბაში იდგე.
შენ უნდა გერქვას სიცოცხლის წყარო,
არა,არ დაშრე შენი კვნესამე,
უნდა იწამო მთელი სამყარო,
მაგრამ ვიცი რომ შენ არ იწამებ.
გთხოვ მაპატიო თუ რამ შეგცოდე,
მე სიყვარული მალაპარაკებს,
თუ ტყუილი ვთქვი დაგმე ეს ლექსი
და მიათვალე იგავ-არაკებს.
მე შენი ბედი მართლაც მაწუხებს
შენს ბედისწერას ვიწვევ დუელში,
ჩამოვიცილებ დარდის მარწუხებს
იქნებ გულს მივცე ცოტა ნუგეში. 



თუ არაფერს ეხლა არ აკეთებ, შემიძლია შემოგთავაზო პატარა გასართობი ტესტი. ეს არის ფსიქოლოგიური თამაში. ეს თამაში სულ რაღაც 2-3 წუთს წაგართმევს, მაგრამ გაითვალისწინე ერთი რამ: თავის მოიტყუება არ შეიძლება! ჩამოწერე დავალებები და პასუხები შეადარე და მართლა ყველა პასუხი შეემთხვევა დავალებებს. აბა, დაიწყე!!! 

1. ჯერ ჩამოწერე რიცხები 1–დან 11–მდე 

2. შემდეგ 1 და 2 მოპირდაპირეთ დაწერე ორი ნებისმიერი რიცხვი 

3. 3 და 7 მოპირდაპირეთ დაწერე საპირისპირო სქესის ორი ნებისმიერი სახელი 

4. 4, 5 და 6 მოპირდაპირეთ დაწერე მეგობრების ან ნათესავების საყვარელი სახელები 

5. 8, 9, 10 და 11 მოპირდაპირეთ დაწე ... კითხვის გაგრძელება »


სად ხარ,წვიმებმა ხომ არ წაგიღეს, 
ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი, 
ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი 
და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?! 

ვის შევეკითხო არის კი ვინმე 
ამ ქვეყანაზე შენი მცნობელი, 
ვერავინ მეტყვის მე შენს მისამართს, 
ვერც აბთანდილი ხსნათა მწუობელი. 

ეს წვიმაა თუ ღვარად დინება 
ასმათისა და შენი ცრემლების, 
მე არა ვტირი თავისით ხდება... 
სისხლით და წყალით ლბობა ხელების.