.

მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » * * * ნ.კოლხი
13:41
* * * ნ.კოლხი


მე ასე ვამბობდი თავიდან:
_ტკივილი გაჰყვება ნიავ-ქარს,
გავალ და როგორმე გავიტან
სულს,როგორც დაფლეთილ იალქანს;

უშენოდ მაინც ვერ გავძელი,
სულ მაკლდი,ვით ბნელში სინათლე,
მე შენი თვალების ნათელი
რამდენჯერ,რამდენჯერ ვინატრე.

რაც მწამდა,მჯეროდა,ვიცოდი_
დღითიდღე ხელიდან მეცლება...
მე მთელი ცხოვრება ვიწვოდი
და ფერფლი მცვიოდა ლექსებად.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1371 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]