.

მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » ზამთარი ნ.კოლხი
11:24
ზამთარი ნ.კოლხი


დადგა ზამთარი.მეშველა თითქოს_
თოვლით ამივსო გულის კუნჭული,
თითქოს მდგმური ვარ საკუთარ სახლში_
ჩემივ სხეულში ვარ მიკუნჭული.
თითქოს ზეცამაც ნირი იცვალა,
უკვე არ მაფრქვევს მზეს და ხალისებს,
თუნდ ვარსკვლავებიც მიყაროს ფეხქვეშ,
იცის,ვერაფრით გამახალისებს.
გადაიყოლეს ცივმა ქარებმა-
ახლა ზამთარიც დამტოვებს მალე,
ბევრი ვემალე მტანჯველ ტკივილებს,
მაგრამ ვერა და ვერ დავემალე.
მოვა მარტი და,ვიცი,ამამღვრევს
და მომანდომებს ისევ ხეტიალს,
მაგრამ სხეული აღარ აჰყვება...
_სულო,ეგ უკვე მეტისმეტია!
გთხოვ,ნუ მახსენებ,რასაც ვერ ვშველი,
აბა,რას მარგებს შენი ბღავილი...
წადი,დამტოვე ისე უჩუმრად,
როგორც ამოდის თოვლქვეშ ყვავილი.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1223 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]