.

მთავარი » ♥ლექსები



ცაში ქანაობს ვარსკვლავთა ბადე
და იფერფლება ლურჯად დაისი...
რა არის იქით,საითკენ ილტვის
სული,ასეთი უმწყურვალესი?!

რატომ გიცქერის მარადისობა
ირმის ნახტომის მირიად თვალით,
შენ რა ხარ მისთვის?_მარტოდენ მტვერი,
შექმნილი მიწით_ხორცით და ძვალით.

აქ დრო და სივრცე გიბორკავს ნებას
და ხდის შენს ყოფას დრამად და ფარსად...
იქ კი...იქ არის უჟამო ჟამი,
რომ იყო მარად_ყველგან და არსად;

შენც იდექ ბრბოში,-,,ჯუარს აცუ ეგე!”_
ზეცას სწვდებოდა როცა ყვირილი,
შენც აზავებდი ძმარსა და ნაღველს
და იმ ამბორში შენც გიდევს წვლილი;

ახლა ცოდვილი და მონანიე
ცას შეჰყურებ და ცის გახსნას ელი:
,,ესე არს სისხლი,ესე არს ხორცი”...
და გჯერა,გჯერა,რომ მოვა მხსნელი.

ხარ დაცემული მიწაზე ლოცვად,
იღვენთებიან უხმოდ სანთლები,
ასე სუსტი დაასე უღონო
გრძნობ,თუ თანდათან როგორ მაღლდები
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 896| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


მიტევებული ცოდვებივით 
ცვივა ფიფქები, 
ხელებს ვახვედრებ სისპეტაკეს, 
ცა რომ იმეტებს, 
ზამთრის წისქვილში,მარცვალ-მარცვალ 
ნელა ვიფქვები, 
და მარტოობის ნაღვერდალში 
ვაცხობ იმედებს. 
თოვლზე კვალია ალერსისგან 
დაღლილ ნაბადის, 
ქარებშებმული ჩამოივლის 
ღამის მარხილი, 
გარეთ თოვაში,უპატრონო 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1356| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 



სული მიათრევს, ცოდვებისგან
გადაღლილ სხეულს,
ვერ ამოვხსენი თუ რა მერგო,
წილად ზეცისგან
და შემოდგომას, ზამთრისპირის
კვართში გახვეულს,
ბოლო ფურცელიც მოსწყდება და
ტანზე შესცივა.
ჩემში გზა გადის, ჩამომაბეს
სულზე კარები,
თვალში ჩავარდნილ ტკივილს, ფიქრი
ვეღარ ივიწყებს,
შეშინებული აჩრდილები
დაატარებენ,
სიცარიელის უღმერთობით
სავსე სიბილწეს.
უცხო თვალებში, მარტოობის
ნაკვალევს ვხედავ,
თითქოს რითმებად მოდიან და
ისევ ქრებიან,
ყვითელ ფოთლებზე, დაკარგული
სულები სხედან
და დაბნეული ბავშვებივით
იცქირებიან.
დავდივარ, მგონი დავიკარგე,
აქ არ მიცნობენ,
გზადაგზა, სიტყვებს დავიმგზავრებ,
რომლებიც ვერ ვთქვი,
გვამის სიმძიმეს, მეგობრების
მხრები იგრძნობენ,
ნამდვილ წონას კი, დადენილი
ცრემლებით – ღმერთი.
ზამთრდება. სანამ შემოდგომის
ანთია კერა,
სანამ ჯერ კიდევ, შუქი ახლავს
პირქუშ ამინდებს...
თუ ბედნიერმა ვერ ვისწავლე
ლექსების წერა,
სადმე, ღიმილის საძებნელად
უნდა წავიდე.

საშა გველესიანი
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1163| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მთელი ცხოვრება ტკივილიდან ვუმზერ სამყაროს,
გეძებ და გიხმობ,დავბერდი თითქმის;
აუხდენელი ხარ ოცნება,დამშრალი წყარო...
ეს სიცოცხლე კი_ თვალ და ხელს შუა ქრება და მიდის;

გიხმობ შორიდან,
სად გეძებო გადახვეწილი,
იქნებ ამ ქვეყნად არც ყოფილხარ,არც გიცხოვრია,
იქნებ ციხე ხარ აღებული და დალეწილი,
ისე გამქრალხარ,მეციხოვნეც არა გყოლია.

იქნებ სუნთქვა ხარ,აწ ჩამქრალი და გარდასული,
იქნებ იმიტომ ვეღარ მოგწვდა ჩემი ფიქრები,
იქნებ ტუილად დამიხარჯავს ლექსი ქართული,
ვეღარ შეიცან რაც ვიყავი,ანდა ვიქნები;

გულში ჩატეხილ ხანჯალივით ჩამრჩა ტკივილი,
გეძებ და გიხმობ,მიბრუნდება ექოდ უკანვე,
ვერ მოგაწვდინე განწირული სული კივილი
და ჩემს სატკივარს ვეღარ ვუწამლე.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1086| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


როგორც ნაფოტმა მღელვარე ზღვაში,
დიდხანს ვეძებე მყუდრო ნაპირი,
ძებნაში ლამის გაქრეს სიცოცხლე,
გამძვრეს სული დათყავი ცხრაპირი.

მე ბევრჯერ ვმდგარვარ უფსკრულის პირას,
მოვბრუნებულვარ ბედის მორჩილი,
რადგანაც მთხოვდნენ შენი თვალები,
მათი თილისმით ვარ შებოჭილი;

და თუ ცხოვრებით ასე დაღლილი
კვლავ ზურგს შევაქცევ უცხო ზმანებებს,
შენი თვალების ღვთიური შუქი
წყვდიადს ადვილად არ დამანებებს;

და თვით სიკვდილსაც შევხვდები მშვიდად,
უცილო გაყრას სულის და ხორცის,
რადგან იქ მელის შენი თვალები_
ჩემი კეტილი იმედის კონცხი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 964| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გულში ჩამბეჭდვია შენი სილამაზე,
დროის ულმობლობა ვეღარაფერს აკლებს,
ისე მენატრება შენი სიახლოვე,
რომ აღარ ვიცი,ახლა სად გეძებო,
ანდა რა გიწოდო...
მოგონების ფურცლებს ფერი აღარ შერჩათ...
მწარედ მეცინება:სახელიც ვერ გკითხე,
მისამართად შენი ღიმილიღა შემრჩა.

შენი გაღიმება_ნაზი,მიმზიდველი,
ასე მშვენიერი ერთი მხოლოდ შენ ხარ,
ისე დამკარგვიხარ,ისე მენატრები,
ისე მომდომია შემახვედრა შენთან;

მუხლზე დაჩოქილი ვარსკვლავთ ვევედრები,
ცრემლი მომერიოს, ლამის,ისე გნატრობ,
ცისკრის ვარდისფერი გოდოლს უმტვრევს ღამეს...
ჩემი სიხარული შემიწირავს,ვდარდობ.

ბებერ დედამიწას შუქი მოჰფენია,
მზერას ურცხვად მტაცებს ჩქერი ნაკადულის,
ვუმზერ,ყველაფერში შენი ღიმილია,
შენი ღიმილია ჩემი სიხარული.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 923| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ო,მომენატრა მე ის ცრემლები,
განცდა,ტკივილი,მარტოობის ჩვეული დარდი;
ო,მომენატრა მე ჩურჩული შენი სახელის
და კიდევ იგი,რაც აღარ არის,
მონატრებების მონატრება მომნატრებია...
მომნატრებია პირველი ლექსის ღვთიური ჰანგი;
ო,მომენატრა შენი თვალების ელვარება,
ტუჩები,თმები,
ის თეთრი მკერდი, უნებურად სხვას რომ შესწირე...
მგონი დამლეწეს,აღარ შემრჩა გოდოლი მრთელი,
არ დამიტოვეს ჩემი წილი ულუფა მცირე.
მომნატრებია...
ო,ბევრი რამ მომნატრებია,
საოცარია...
წუხელ მხოლოდ ვინატრე ძილი,
აღარ მებადა აღარაფერი,
არც რა მახსოვდა,არ მაწუხებდა,აღარც დრო
და აღარც მანძილი;
...გამომარვიზა გაზაფხულის მზის ანცმა სხივმა,
წამსვე ვიგრძენი:
გულს სწყუროდა,
ბორგავდა ,
თრთოდა...
მენატრებოდა
მენატრებოდა რაც დამიკარგავს
ძგერდა გული და მთელი ძალით
შენ...შენ გიხმობდა.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 863| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გთხოვ,არ დამემდურო,
იმ ტივის ბრალია,
მეჩეჩზე შეჯდა და ეს გულიც დალია...
ხომ იცი,რომ კვეხნა
მე არა მჩვეოდა,
სიმართლე სათქმელზეც ზედმეტი
მრჩებოდა;
მდინარე მე მარტომ,
ამ მკლავით გადმოვცურე,
შენთვის ამ გულიდან
სისხლი გადმოვწურე,
მე მაინც მოვედი,
შენთან მოვაღწიე,
თითქოს ტყვეობას
თავი დავაღწიე...
და მაინც,ეს გზები
შენ ვეღარ გწვდებოდა....
ვეღარ გავთვალე,
რომ შენი გული,
ამგვარი მსხვეროლითაც
ვეღარ გაძღებოდა.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 979| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ეჰ,ვინ გაიგებს,
რა იმალება უძირო ზღვაში,
ვინ გონიერი კაპიტანი
მიანდობს ხომალდს
ზღვის სილამაზეს,
თუნდ წამითაც ვერ მოსწყვიტოს თვალი,
ზღვა რას დაეძებს,
როგორ განძს შთანთქავს...
ეჭვით შევყურებ შენს ლამაზ თვალებს!

(დაამატა ნ.კოლხმა)
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 983| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გოგოვ!
შენს თვალებს როცა
მზის სხივი,
გაათბობს,როგორც
ამ ცოდვილ მიწას,
მაშინ მიყვარს მე,
ყველაზე მეტად,
თუკი შენთან ვარ,
ეს დედამიწა!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 911| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 3 4 5 ... 30 31 »