.

მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » ჩემი შემოდგომა
12:35
ჩემი შემოდგომა


სული მიათრევს, ცოდვებისგან
გადაღლილ სხეულს,
ვერ ამოვხსენი თუ რა მერგო,
წილად ზეცისგან
და შემოდგომას, ზამთრისპირის
კვართში გახვეულს,
ბოლო ფურცელიც მოსწყდება და
ტანზე შესცივა.
ჩემში გზა გადის, ჩამომაბეს
სულზე კარები,
თვალში ჩავარდნილ ტკივილს, ფიქრი
ვეღარ ივიწყებს,
შეშინებული აჩრდილები
დაატარებენ,
სიცარიელის უღმერთობით
სავსე სიბილწეს.
უცხო თვალებში, მარტოობის
ნაკვალევს ვხედავ,
თითქოს რითმებად მოდიან და
ისევ ქრებიან,
ყვითელ ფოთლებზე, დაკარგული
სულები სხედან
და დაბნეული ბავშვებივით
იცქირებიან.
დავდივარ, მგონი დავიკარგე,
აქ არ მიცნობენ,
გზადაგზა, სიტყვებს დავიმგზავრებ,
რომლებიც ვერ ვთქვი,
გვამის სიმძიმეს, მეგობრების
მხრები იგრძნობენ,
ნამდვილ წონას კი, დადენილი
ცრემლებით – ღმერთი.
ზამთრდება. სანამ შემოდგომის
ანთია კერა,
სანამ ჯერ კიდევ, შუქი ახლავს
პირქუშ ამინდებს...
თუ ბედნიერმა ვერ ვისწავლე
ლექსების წერა,
სადმე, ღიმილის საძებნელად
უნდა წავიდე.

საშა გველესიანი
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1164 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]