.

მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » მარადისობა ნ.კოლხი
14:11
მარადისობა ნ.კოლხი


ცაში ქანაობს ვარსკვლავთა ბადე
და იფერფლება ლურჯად დაისი...
რა არის იქით,საითკენ ილტვის
სული,ასეთი უმწყურვალესი?!

რატომ გიცქერის მარადისობა
ირმის ნახტომის მირიად თვალით,
შენ რა ხარ მისთვის?_მარტოდენ მტვერი,
შექმნილი მიწით_ხორცით და ძვალით.

აქ დრო და სივრცე გიბორკავს ნებას
და ხდის შენს ყოფას დრამად და ფარსად...
იქ კი...იქ არის უჟამო ჟამი,
რომ იყო მარად_ყველგან და არსად;

შენც იდექ ბრბოში,-,,ჯუარს აცუ ეგე!”_
ზეცას სწვდებოდა როცა ყვირილი,
შენც აზავებდი ძმარსა და ნაღველს
და იმ ამბორში შენც გიდევს წვლილი;

ახლა ცოდვილი და მონანიე
ცას შეჰყურებ და ცის გახსნას ელი:
,,ესე არს სისხლი,ესე არს ხორცი”...
და გჯერა,გჯერა,რომ მოვა მხსნელი.

ხარ დაცემული მიწაზე ლოცვად,
იღვენთებიან უხმოდ სანთლები,
ასე სუსტი დაასე უღონო
გრძნობ,თუ თანდათან როგორ მაღლდები
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 897 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 lina  
0
dz dz dz magaria

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]