.

მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » შენი თვალები ნ.კოლხი
20:22
შენი თვალები ნ.კოლხი

როგორც ნაფოტმა მღელვარე ზღვაში,
დიდხანს ვეძებე მყუდრო ნაპირი,
ძებნაში ლამის გაქრეს სიცოცხლე,
გამძვრეს სული დათყავი ცხრაპირი.

მე ბევრჯერ ვმდგარვარ უფსკრულის პირას,
მოვბრუნებულვარ ბედის მორჩილი,
რადგანაც მთხოვდნენ შენი თვალები,
მათი თილისმით ვარ შებოჭილი;

და თუ ცხოვრებით ასე დაღლილი
კვლავ ზურგს შევაქცევ უცხო ზმანებებს,
შენი თვალების ღვთიური შუქი
წყვდიადს ადვილად არ დამანებებს;

და თვით სიკვდილსაც შევხვდები მშვიდად,
უცილო გაყრას სულის და ხორცის,
რადგან იქ მელის შენი თვალები_
ჩემი კეტილი იმედის კონცხი.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 965 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]