.

მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » აუხდენელ ოცნებებს ჩემსას ნ.კოლხი
21:08
აუხდენელ ოცნებებს ჩემსას ნ.კოლხი

მთელი ცხოვრება ტკივილიდან ვუმზერ სამყაროს,
გეძებ და გიხმობ,დავბერდი თითქმის;
აუხდენელი ხარ ოცნება,დამშრალი წყარო...
ეს სიცოცხლე კი_ თვალ და ხელს შუა ქრება და მიდის;

გიხმობ შორიდან,
სად გეძებო გადახვეწილი,
იქნებ ამ ქვეყნად არც ყოფილხარ,არც გიცხოვრია,
იქნებ ციხე ხარ აღებული და დალეწილი,
ისე გამქრალხარ,მეციხოვნეც არა გყოლია.

იქნებ სუნთქვა ხარ,აწ ჩამქრალი და გარდასული,
იქნებ იმიტომ ვეღარ მოგწვდა ჩემი ფიქრები,
იქნებ ტუილად დამიხარჯავს ლექსი ქართული,
ვეღარ შეიცან რაც ვიყავი,ანდა ვიქნები;

გულში ჩატეხილ ხანჯალივით ჩამრჩა ტკივილი,
გეძებ და გიხმობ,მიბრუნდება ექოდ უკანვე,
ვერ მოგაწვდინე განწირული სული კივილი
და ჩემს სატკივარს ვეღარ ვუწამლე.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1087 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]