.

მთავარი » ♥ლექსები


,,ათასნაირი არსებობს შიში”
შ.ნიშნიანიძე

ჰო,რა თქმა უნდა,ათასგვარი არსებობს შიში_
არსებობს შიში სიმაღლის თუ დახშული სივრცის,
ან ჩამოვარდნის მწვერვალიდან,ანდა სკამიდან...
მაგრამ სულ სხვაა პაწაწინა ნიჟარად ქცევის
და ზღვის სიღრმეში სამუდამოდ ჩანთქმის,ჩაკარგვის,
მთელში ათქვეფის,ბნელში აღრევის
და ,სულაც ისე,უგზო_უკვალოდ დაკარგვის შიში.
მთელ ჩვენს ჩხოვრებას მოიცავს იგი
და სულში,როგორც ზღაპრულ მღვიმეში,
მოწვეთავს ცრემლი და წლიდან წლამდე
იზრდება ეჭვის სტალაქტიტები:
_ხომ შეიძლება,ჩვენი სულის ზღაპრული მღვიმე
სამუდამოდ დახშული აღმოჩნდეს სხვისთვის
და ვერ ვეღირსოთ ნათელს ვერასდროს?
მაშინ ვინ მოვა და ვინ შეგვიხვევს
დამსხვრეულ ფრთებს არტაშანებით,
ან ვინ აგვინთებს უწმინდეს სანთელს?!
საბედნიეროდ,ღვიძავთ ჩვენში ველურ ინსტინქტებს
თავისშენახვის და გადარჩენის(ან,შეიძლება,გამორჩენისაც)
და ხელაღებით გვიკიჟინებენ:
_რომ არ დაინთქა
მღელვარე ზღვაში
და არ ჩაგმარხოს
მის ფსკერზე ქვიშამ,
რომ არ ჩავარდე
მგლების ხახაში
ან,როგორც წვეთი,
არ გშთანთქას ნისლმა_
იყავი სხვისგან გამორჩეული
რაღაცით,თუნდაც უბედურებით,
ანდა ტკივილით,
რადგან ტკივილი
კათარზისია სულის და ხორცის...
გქონდეს რწმენა და
იბრძოლე მისთვის,
იყავ მართალი და პირდაპირი, ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1040| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ცხოვრება დიდი სიხარული,
მაგრამ უფრო დიდი დარდია
სილაღით აღსავსე საათები
წამით მოირბენენ და გარბიან.
იმედს ნურასოდეს ნუ დაკარგავ
სანთელ - საკმეველი აქვეა!
თუმცა ძნელი არის საპოვნელად
სადღაც ახლო - მახლო მარხია
სიმართლის მახვილი ალესილი
გზებს რომ გაგიკაფავს ხლართიანს!
გვირაბის ბოლოს ხომ სინათლეა,
ზღაპარში კი არა, ცხადშიაც ...
ის ერთი სანთელიც იმ ტაძარში
შენი სიკეთისთვის ანთია.
ღმერთი დაგლოცავს და არ გაგწირავს
კალთას დაგაფარებს მადლიანს
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 951| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თოვლში ჩაკარგულან ბილიკები, 
ღამე,უსასრულო, გაილია,
შენს სულში აღარც შელლია და
აღარც ნოვალისის ყვავილია;
შორს დარჩა ლაღი პასტორალი,
თოვლში ჩაკარგულან ბილიკები,
ახლა ლურჯ მინანქრებს ვეღარ ითვლი,
ახლა მათ იმედზე ვერ იქნები.
ირგვლივ თოვლია და თებერვალი,
ცხოვრება უკვე ჩავლილია,
ახლა დილაბნელზე აღარ დგები_
ყველა საზრუნავი დაილია.
გული გაყინული ლეშია და
სული გათოშილი სამარეა,
ყველა,ვინც გიყვარდა,რაც გიყვარდა,_
ახლა უძღებ მიწას აბარია.
თოვლში ჩაკარგულან ბილიკები,
შურის თვალით უმზერ არე-მარეს,
ნერვებს-დახლეჩილს და გაშიშვლებულს,
თოვლიც კი ვეღარ მიაყარე.
ღამე,უსასრულო,გაილია,
თოვლში ჩაკარგულან ბილიკები,
ეს გზა ახლა არსად აღარ მიდის,
ახლა სამუდამოდ შინ იქნები.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 937| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მე იმ გაფრენილ დღეებზე ვდარდობ,
თითქოს ქარისგან გაძრცვილი რტო ვარ,
მთელი ცხოვრება ვიყავი მარტო,
მაინც მჯეროდა,რომ ვიღაც მოვა.

მახსოვს,ვინც ჩემი დარდი გაიყო,
ვინც არ გაიყო,მე ისიც მახსოვს...
ყოველთვის მწამდა ის,რაც არ იყო,
არც იქნებოდა აღარც არასდროს;

და რადგან ბედმა ასე ინება,
ვაგროვებ ჩემს სულს_დამსხვრეულ სარკეს
და მივუყვები მაინც დინებას,
დაღმა კი არა_სათავისაკენ.

დროს კი,მკაცრსა და ულმობელ ფრინველს,
საკუთარ ხორცით ვკვებავ ნიადაგ
და ასე ბევრის მნახველს და მტვირთველს,
ვაი თუ...მაინც დამაგვიანდა.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 830| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წყლის წვეთებივით ჰგავდნენ ერთმანეთს
და წვეთებივით თრთოდნენ დღეები,
წყდებოდნენ ტანჯვით და უხილავი
ელანდებოდათ სიმაღლეები;

ცხოვრების არსი კი ასე მწამდა,
სულის სიმაღლეც მე მწამდა ასე:
თუნდაც ვერასდროს იხილო ღმერთი,
ხელები მაინც გეკიდოს ცაზე;

და მპირდბოდნენ სადღაც სამოთხეს...
მე ჩემი მთები ვერ გავიმეტე
და როგორც წყალში დამხრჩვალ წიწილებს,
ვკრებდი და უკან ვყრიდი იმედებს.

იქ,მარმარილოს პიედესტალზე,
ვიღაც სხვა იდგა,ჩემზე ძლიერი,
ვიღაც უცხო ხმით მღეროდა ჩემში...
მას ალბათ გედის ჰქონდა იერი;

წყლის წვეთებივით წყდებოდნენ ტანჯვით
და გადიოდნენ ჩემი დღეები...
და არ მაძლევდნენ შვებას, თუ საშველს,
ვერ მიღწეული სიმაღლეები.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 888| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ნანგრევთა შორის თვლემს ისტორია_
შექმნის,შენების,
სადღაც,გეგუთთან ტრიალებს სული
აღმაშენებლის;
ნანგრევთა შორის ვით მისტერია
ძველი ანტიკის_
წევს საიდუმლო ქარიშხლების
და მეხთატეხის.
ნარიყალასთან წუხს ისტორია_
ფერფლის და ღველფის
და სადღაც იქვე ტრიალებს სული
ერეკლე მეფის...
წუხს ისტორია,
დუღს ისტორია,
ისტორია ქუხს...
დრო კი არ ითმენს_
გორგასლის და ცოტნეს სული გვსურს...
წუხს ისტორია,
მოთმინებით ელის მედიუმს.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 949| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ნაკუწ-ნაკუწად დაჩეხილი შენი სხეული_
კარგი ესოდენ,
თითქოს სამიზნედ გამოეკრათ
და ლაფს ესროდნენ,
სული კი ზეცად მიიწევდა_
არ ნებდებოდა
და ლაფი ლაფად ისე მსროლელს
უბრუნდებოდა.

ასე ყოფილა ოდითგანვე_
იქნება ასე,
ოღონდ ნუ გძინავს,
გაიღვიძე,
ნუ წევხარ ნარზე!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 958| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თავაწყვეტილი თარეშობს ქარი,
გაძარცვულ ტოტებს თამამად უტევს,
სადღაც მიიწევს ხეების ჯარი,
თითქოს მიწიდან გაფრენა სურდეს;
მაგრამ ყინვისგან დამზრალ რტოებში
მაცოცხლებელი ჩამდგარა წვენი,
უცებ მოსკდება აპრილის თქეში,
აყვავდებიან აპრილში ხენი.
ხომ კვირტებშია ამ მიწის ძალა,
ხომ კვირტებშია ამ მიწის ვნება...
და ლტოლვის ნაცვლად და სრბოლის ნაცვლად,
მხოლოდ რტოების ნამსხვრევი რჩება.
ჩვეენც ხეებს ვგავართ, მთელი ცხოვრება
ცისა და მიწის მიჯნაზე მდგომნი,
ცას ველტვით,მიწა გვევიწროება
და ისევ მიწას ჩავყურებთ ნდომით.
ხომ ნდომაშია ამ მიწის ვნება,
ხომ ნდომაშია ამ მიწის ძალა...
და თუ მიწამ ცას არ დაგვანება,_
ცის სიყვარული რაღად გვასწავლა?!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 970| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ხდება,რომ ქვავდება,ყუჩდება სამყარო,
ყინული არ იძვრის დამზრალი სულიდან,
არც არას ელოდი იმ შემოდგომიდან,
არც არას მოელი ამ გაზაფხულიდან.
თენდება.ღამდება.დღე ყველა ახალი
ცინიკურ ნიღაბს და სამსალას გაჩეჩებს
და მაინც გულდა გულ კვლავ ფურცლავ კალენდარს,
და ითვლი წლებს,წუთებს,აგროვებ თარიღებს;
და მაინცირჯები_მიდიხარ,მოდიხარ,
თვალს აწვდენ ეკვატორს, გრძედებს თუ განედებს...
ამ ქვეყნად სიკვდილზე იოლი რა არის?
მოდი,თუ გულს გერჩის,სიცოცხლე გაბედე!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1037| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ბავშვობისა და სიმწიფის ზღვართან, 
ხელში ლექსების ლურჯი რვეულით 
ვიდექი,მახსოვს და ამის გარდა 
არა მქონია სხვა განძეული. 
ეს იყო ჟამი,როდესაც სული 
ბოლოს და ბოლოს ეჩვევა ტკივილს 
და უხილავი და უფერული, 
ყელზე გადნება ცრემლების მძივი; 
სულში გიჩნდება პირველი ბზარი, 
უჩუმრად მარხავ იმედებს ფარულს 
და ეთხოვები ტკივილით,დარდით, 
პირველ გრძნობას და პირველ სიყვარულს; 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1028| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 3 4 ... 30 31 »