.

მთავარი » 2013 » იანვარი » 19 » ,,ვისი სული გსურთ?” ნ.კოლხი
13:12
,,ვისი სული გსურთ?” ნ.კოლხი

ნანგრევთა შორის თვლემს ისტორია_
შექმნის,შენების,
სადღაც,გეგუთთან ტრიალებს სული
აღმაშენებლის;
ნანგრევთა შორის ვით მისტერია
ძველი ანტიკის_
წევს საიდუმლო ქარიშხლების
და მეხთატეხის.
ნარიყალასთან წუხს ისტორია_
ფერფლის და ღველფის
და სადღაც იქვე ტრიალებს სული
ერეკლე მეფის...
წუხს ისტორია,
დუღს ისტორია,
ისტორია ქუხს...
დრო კი არ ითმენს_
გორგასლის და ცოტნეს სული გვსურს...
წუხს ისტორია,
მოთმინებით ელის მედიუმს.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 948 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]