.

მთავარი » 2013 » იანვარი » 19 » სიცოცხლე გაბედე ნ.კოლხი
11:50
სიცოცხლე გაბედე ნ.კოლხი

ხდება,რომ ქვავდება,ყუჩდება სამყარო,
ყინული არ იძვრის დამზრალი სულიდან,
არც არას ელოდი იმ შემოდგომიდან,
არც არას მოელი ამ გაზაფხულიდან.
თენდება.ღამდება.დღე ყველა ახალი
ცინიკურ ნიღაბს და სამსალას გაჩეჩებს
და მაინც გულდა გულ კვლავ ფურცლავ კალენდარს,
და ითვლი წლებს,წუთებს,აგროვებ თარიღებს;
და მაინცირჯები_მიდიხარ,მოდიხარ,
თვალს აწვდენ ეკვატორს, გრძედებს თუ განედებს...
ამ ქვეყნად სიკვდილზე იოლი რა არის?
მოდი,თუ გულს გერჩის,სიცოცხლე გაბედე!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1037 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]