.

მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » სიმაღლეები ნ,კოლხი
19:00
სიმაღლეები ნ,კოლხი

წყლის წვეთებივით ჰგავდნენ ერთმანეთს
და წვეთებივით თრთოდნენ დღეები,
წყდებოდნენ ტანჯვით და უხილავი
ელანდებოდათ სიმაღლეები;

ცხოვრების არსი კი ასე მწამდა,
სულის სიმაღლეც მე მწამდა ასე:
თუნდაც ვერასდროს იხილო ღმერთი,
ხელები მაინც გეკიდოს ცაზე;

და მპირდბოდნენ სადღაც სამოთხეს...
მე ჩემი მთები ვერ გავიმეტე
და როგორც წყალში დამხრჩვალ წიწილებს,
ვკრებდი და უკან ვყრიდი იმედებს.

იქ,მარმარილოს პიედესტალზე,
ვიღაც სხვა იდგა,ჩემზე ძლიერი,
ვიღაც უცხო ხმით მღეროდა ჩემში...
მას ალბათ გედის ჰქონდა იერი;

წყლის წვეთებივით წყდებოდნენ ტანჯვით
და გადიოდნენ ჩემი დღეები...
და არ მაძლევდნენ შვებას, თუ საშველს,
ვერ მიღწეული სიმაღლეები.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 889 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]