.

მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » * * * ნ.კოლხი
19:13
* * * ნ.კოლხი

მე იმ გაფრენილ დღეებზე ვდარდობ,
თითქოს ქარისგან გაძრცვილი რტო ვარ,
მთელი ცხოვრება ვიყავი მარტო,
მაინც მჯეროდა,რომ ვიღაც მოვა.

მახსოვს,ვინც ჩემი დარდი გაიყო,
ვინც არ გაიყო,მე ისიც მახსოვს...
ყოველთვის მწამდა ის,რაც არ იყო,
არც იქნებოდა აღარც არასდროს;

და რადგან ბედმა ასე ინება,
ვაგროვებ ჩემს სულს_დამსხვრეულ სარკეს
და მივუყვები მაინც დინებას,
დაღმა კი არა_სათავისაკენ.

დროს კი,მკაცრსა და ულმობელ ფრინველს,
საკუთარ ხორცით ვკვებავ ნიადაგ
და ასე ბევრის მნახველს და მტვირთველს,
ვაი თუ...მაინც დამაგვიანდა.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 831 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]