.

მთავარი » ♥ლექსები



გულს ძლიერ უნდა ვილოცო შენზე_
სხეულს არ ძალუძს.
გულს მიაჩნიხარ სალოცავ ხატად,
გაღმერთებს გული...
ძალიან მინდა მუხლზე დავეცე,
გემთხვიო ფეხზე
და აღსარებით
განვკურნო სული;
მაგრამ მაშინებს მონანიების ბოლო წამები:
გაიგებ?იგრძნობ?
უმკურნალებ ჭრილობებს ჩემსას?
და რომ წავიწევ დასაჩოქებლად,
გაწამებული შეშდება გული,
უფრო მეხსნება მძიმე ჭრილობა
და ამით უფრო ღრმავდება წყლული.

(დაამატა ნ.კოლხმა)
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 871| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


საქმეც ის არის,
ჯვარზე გაკვრის ჩაგთვალონ ღირსად,
თორემ ბარაბა ქვეყანაზე
ისეც ბევრია...
გული არ დაგწყდეს,
თუ აღდგომა აღარ გეღირსა,
მაინც ასე სჯობს,
ბარაბებთან რა დაგრჩენია?!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 839| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემი სამშობლო,სულ ერთი მუჭა,
პატარავდება თანდათან უფრო;
ზარი და ...უხმო?!
მახვილი_უფხო?!
წალკოტი_ უწყლო?!
არწივი_ უფრთო?!
მე მმართებს მათი
და ვალს ვერ ვიხდი,
ვითვლი იარებს და თვალებს
ვხუჭავ...
პატარავდება დღითი დღე,უფრო.
ისედაც მცირე,
სულ ერთი მუჭა!!!

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 922| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



_უნდა გაეძლო...
_მოეთმინა...
_შეჰგუებოდა...
_ეს ლაჩრობაა და უგნურება,ო,დიდზე დიდი...
ჩვენ ასე ვმსჯელობთ,
არც გვრცხვენია ჩვენი ფიქრების
და მოგვაქვს თავი
ყოველივე სიკეთის ღირსად.
გაეძლო?_ვისთვის!განა ვღირვართ
ამხელა მსხვერპლად?!
ჩვენ რა მივაგეთ
სანაცვლოდ მისდა?

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 903| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ მოგწყინდება შექსპირი და 
ყვითელი დანტე... 
ამოვარდება საზარელი, 
როდესაც ქარი, 
შეხვალ ტაძარში, 
ვით დაღლილი კათაკმეველი 
და...ვაი,მაშინ, 
იმ დედოფალ ტყემლების ბრალი_ 
ჩამოინგრევა წამით ზეცა, 
გამოჰკრავ ჩახმახს, 
თითქოს იფენდე 
ამაყ მკერდში 
ცეცხლოვა რითმებს, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 961| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ახლა იმ გრძნობებს
წარსული ჰქვია,
ვიხსენებ,როგორც
გაყინულ კვირტებს,
და თუ ცრემლები
გამცემენ გვიან,
გემუდარები,
არ გაგიკვირდეს!

დრომ ყველაფერი
სადღაც წაიღო,
ქარს გაატანა მტვერი და ფერფლი...
დავლიოთ ძმებო,
შენდობა იყოს,
რაც ადრე მწამდა
და ლექსად ვერ ვთქვი!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 975| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ოხრავდა ქარი,ტიროდა მოთქმით 
და მომეჩვენა,ქარი კი არა, 
ეს იყო ვიღაც ,ძალზე ნაცნობი 
და მეც მტკიოდა მისი იარა; 

იქნებ ეს ქარი მისი სულია, 
ვინც ვერ მოერგო მიწის სარეცელს, 
ვინც სიკვდილს ებრძვის გილგამეშივით 
და უკვდავებას სხვაგან დაეძებს; 

და ახლა,როცა ასე თენდება, 
და ახლა,როცა ასე ღამდება, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1006| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ათასი ჯურის და ჯილაგის ფუთფუთებს ხალხი,
ბედმა უსაგზლა ზოგს ნიჭი და ზოგს უნიჭობა,
ათასი ზომის და სისწრაფის ტრიალებს ჩარხი;
_აჰა,ბურთი და მოედანი და ჰა ბიჭობა!
ზოგი ტყუილად ფახიფუხობს მთელი ცხოვრება
და იზმორება ლოკოკინის ზანტი ზმორებით,
ზიგს ეჭვი ტანჯავს,ზოგსაც შიში და გაორება,
ფრთხილობს და მაინც უშვებს შეცდომებს განმეორებით.
ზოგი საკუთარ საზომ-ადლით ზომავს სამყაროს
და საკუთარი კალაპოტით მიჰყავს დინება,
(რამდენი ნაღდი გრძნობა უნდა დაასამარო,
რომ შეძლო ,,ამა ქვეყნის მძლავრთა”მონადირება);
ზის სავარძელში,შეხედავ და კაცი გგონია,
აღმჩნდება კი ავაზაკი,პირწავარდნილი,
სამშობლო მხოლოდ საყვავილე მიწა ჰგონია
და იფურჩქნება უსირცხვილოდ წითელ ვარდივით;
მაგრამ ბევრისთვის საქართველო მაინც ტვირთია,
ბეწვის ხიდია,უფსკრულებზე გადამავალი,
საბედნიეროდ, ეს ტკივილი ბევრს უტვირთია,
საუბედუროდ,უნაყავს წყალიც,როგორც წამალი;
და თუ ეს ლექსიც წყლის ნაყვაა_ღმერთმა შემინდოს,
შეგვინდოს ისიც,თუ გვინდა და ვერ გვიშველია,
მაგრამ,ქართველნო,ამ სილაჩრეს ვინღა შეგვინდობს,
შევცქერით მეფეს და ვერ გვითქვამს,რომ....შიშველია!

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 884| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


,,...გზა იყო ძნელი,გზა იყო შორი,
ბედმა ქარიშხალს არ ამარიდა
და გავიარე ჩემი გოლგოთა,
ჩემი სცილა და ჩემი კარიბდა.

მე მივდიოდი სასტიკი გზებით,
და როგორც ორი დიდი ნუგეში_
სულში ლურჯი ცის ნატეხი მედო
და გვირილების თესლი უბეში;

მე მივდიოდი უვალი გზებით
და ცივი ქარი სახეში მცემდა,
და წარმავალი იყო ყოველი,
მარადიული_მარტოდენ სევდა.

რაც ჩემი იყო,კარგიც და ავიც,
ყოველთვის გულით მიტარებია,
თუ მწამდა_გულით,თუ მძულდა გულით
და არც უგულოდ არ მყვარებია.

მე მივდიოდი მშფოთვარე გზებით,
არც მდომებია ცხოვრება მდორე,
მგონი გადავრჩი,მგონი მოვედი,
გავივაკე და გავიმინდორე;

გზა იყო ძნელი,ზა იყო შორი...”_
მე ასე ვიტყვი ოდესმე, მაშინ...
და ლურჯ მინდვრებზე თბილი უბიდან
გვირილების თესლს მოვაბნევ ქარში.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 886| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ცის სილურჯეს ნაცრისფერი მორევია,
სველ-სველ ღრუბლებს ქარი ხევში ჩარეკავს,
_ეს ცხოვრება მწუხარების მორევია!”_
სულში უხმო ზანზალაკი დარეკავს.

რას იღონებ...თუ ოდესმე გეწადა ხსნა,
მოვა თოვლი და წამწამებს აგიწვავს,
მოგწყინდება,მოგინდება ზეცად ასვლა_
ვერ მოსწყდები,ვერ გასცდები ამ მიწას;

არ გეგონა თუ ცხოვრება გააგრიყავდა,
შეაწყდება დრო-ჟამს ხსოვნის აბზინდა,
წავა ყველა,წავა ყველა ვინც გიყვარდა,
ცას ახედავ დავიწყების ხავსიდან.

ლურჯ მწვერვალებს ნაცრისფერი მორევია
და ღრუბელი ხევ- ხევ დადარდიანობს...
,,_ეს ცხოვრება თურმე სევდის მორევია!”_
სულში თითქოს ქარიშხალი ხმიანობს.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1013| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 3 4 5 6 ... 30 31 »