.

მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » ცხოვრება ნ.კოლხი
18:21
ცხოვრება ნ.კოლხი

ცის სილურჯეს ნაცრისფერი მორევია,
სველ-სველ ღრუბლებს ქარი ხევში ჩარეკავს,
_ეს ცხოვრება მწუხარების მორევია!”_
სულში უხმო ზანზალაკი დარეკავს.

რას იღონებ...თუ ოდესმე გეწადა ხსნა,
მოვა თოვლი და წამწამებს აგიწვავს,
მოგწყინდება,მოგინდება ზეცად ასვლა_
ვერ მოსწყდები,ვერ გასცდები ამ მიწას;

არ გეგონა თუ ცხოვრება გააგრიყავდა,
შეაწყდება დრო-ჟამს ხსოვნის აბზინდა,
წავა ყველა,წავა ყველა ვინც გიყვარდა,
ცას ახედავ დავიწყების ხავსიდან.

ლურჯ მწვერვალებს ნაცრისფერი მორევია
და ღრუბელი ხევ- ხევ დადარდიანობს...
,,_ეს ცხოვრება თურმე სევდის მორევია!”_
სულში თითქოს ქარიშხალი ხმიანობს.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1006 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]