.

მთავარი » ♥ლექსები


ქალი ლამაზია, ქალი სათუთია, 
ყველას, რომ უყვარს ეს ის ქალია, 
იგი ფერიაა, უფრთო ანგელოზი 
და კიდევ იდუმალი, ნაზი სირინოზი. 
ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი, 
ანგელოზივით სიყვარულს მღერის, 
თვალები მისი ბრწყინდება ისე, 
როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები. 
ქალი ლამაზია, ქალი სათუთია, 
ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, 
იგი ფერიაა, ნაზი სირინოზი 
და კიდევ კაცების წმინდა ანგელოზი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1019| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 




ქართული ენა სიწმიდის,
ზე აღმაფრენის ენაა,
მისი წაბილწვის ნიშანი
ცით ვარსკვლავების ცვენაა...
ღვთივკურთხეული ანბანი
ქებათაქების ღირსია,
ეს ენა შოთას, ილიას...
და წმიდა თამარისია...
ეს ენა ვაჟას, აკაკის,
გალაკტიონის ენაა..
ეს ენა დასაბამიდან
ქართველი ერის რწმენაა.
ანი_ღვთიურის საწყისი,
ჰოე კი დასასრულისა,
დაკარგულ ოქროს საწმისით
ნაპოვნი სიყვარულისა.
ენა ქართული დამარხულ
არს, ჟამს მეორედ მოსვლისა,
მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე_
ნიშანი პირველ ყოვლისა...
ქართლოსიანთა საძვალის
მანათობელი ლამპარი,
მირიან, ნანა დედოფლის
ნაალერს-ნასათუთარი.
ჩვენს დედა ენას სამების
თანაარსსა და თანაწილს
მზის შარავანდით გულებში
გადაქარგულს და გადაწნილს,
ვერარა ჩრდილი დაფარავს
რაც არ უნდ ქარმა დაბეროს,
ლაღად გაშლილი რტოები
ვერავინ ვერ შეაბელოს.
გზას წყვდიადშიაც გაუკვლევს
საეროსა და სამრევლოს,
რადგანაც ქრისტეს ჯვარივით
უპყრია მთელ საქაღთველოს.
 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 5079| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ბოდლერ გენიავ, რატომ გაჩერდი?
რატომ შეწყვიტე წერა ლექსების?
ამა ცხოვრების ფინიშს გახვედი,
თუ გახდი შენაც მსხვერპლი ფესვების?

ვეღარ წერ უკვე? ვერ უძღვნი ვერას?
ნახე, ნადარიც გაჩერდა თითქოს,
ცნობისმოყვარე ძალიან ღელავს,
ობიექტივი პერსონაჟს ითხოვს.

ოვიდიუსი თითქოს ლექსს გიძღვნის,
თითქოს დაბრუნდა თავის მხარეში,
ჯონ მონტიმერი კვლავ სიკვდილს ებრძვის
თეთრი ცხენების სადგომ თავლებში.

ტივოლი ისევ ცეცხლის ალშია,
ბუკინისტები ავსებენ ნაპირს,
ქვაფენილები სისხლის ზღვაშია
ღვინო ვერ შველის შიშს, ტანში ჩაღვრილს.

ბოდლერ დაბრუნდი, განაგრძე წერა,
თორემ იცოდე ცაც კი იტირებს,
იწყო ობობამ ქსელების ხვევა,
მალე კი გველიც დაჩეკს წიწილებს.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 884| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს.
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად.
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!"
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს.
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 840| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რა ხდება დედი?
გული ამტკივდა მიშველე დედი!
თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?
ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!
არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!
თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?
გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!
ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!
არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!
დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?
მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?
რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 897| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 801| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დედაზე ტკბილი და საყვარელი,

ხომ არც არსებობს, არც არსებულა.

დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,

არც ითქმება და არც ადრე თქმულა.

დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის

სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც

და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,

სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.

დედა,ეს არის ისეთი ძალა,

კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,

მას ყველაფერი დაეჯერება

მშობელი დედა რომ დაიფიცოს.

”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”

ასე ამბობენ,ასე მღერიან,

ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,

დედას სიკვდილი არ უწერია.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1295| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


"ია-ია დაგიკრიფეთ, 
ლურჯთვალა და კოპწია, 
დედის დღე და გაზაფხული 
ერთად მომილოცნია." 

წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედ ქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1924| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…

მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…

მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი
და შენი სითბო მენატრებოდა
მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი
და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა…


ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1005| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

ცამდე ატოტილი

ცამდე ატოტილი,ვნებით გაპოხილი
შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია
შენი სილამაზე,წვივიდან წარბამდის
ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია
ტოტებდახუნძლული,ნაყოფგადამსკდარი
შენი მკლავების და მკერდის ხანძარია
შენი გაღიმება,წითელ ტუჩთა ბზარი
ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია
ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი
შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია
გვერდი ჩამიარე,ლექსი მოგიძღვენი
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალიავ

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 816| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 28 29 30 31 »