.

მთავარი » ♥ლექსები


მინდა რომ, ჩემო ლამაზო, 
ერთი რამ შემოგთავაზო: 
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს, 
შენი სიზმრების დაცვა მებაროს. 
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ, 
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 839| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

10 წამია რაც გაგიცანი 
9 წამი არის რაც გავიხარე 
8 არის წამი ვიგრძენი ტანი 
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 
6 გავიდა -წამება ექვსი 
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 
4 უაზრო უშენო წამი 
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 
2 წამში ხდება შეტევა გულის 
1 წამში სკდება გულის ფიცარი 
10 წამია რაც გაგიცანი 
საუკუნეა რაც შეგიყვარე
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 970| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

დრო ყველაფრის მკურნალია, 
ოღონდ ჩემი არა. 
საოცარი უნარია 
დარდი წარა-მარა. 

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი 
უმარტივეს ლექსად. 
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, 
ვერ ვიშორებ ვერსად. 

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს, 
მახსენდება პაპა. 
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს 
დედაჩემის კაბა. 

ცის ცრემლებზე მახსენდება 
მე სიტყვები მამის . . . 
ღვინო სანამ გამეხსნება, 
მეც ავტირდე ლამის. 

ღამე სმაში მათენდება 
დამეკარგა ღერძი . . . 
კიდევ რა არ მახსენდება, 
კიდევ რას არ ვებრძვი. 

საოცარი უნარია 
დარდი წარა-მარა. 
დრო ყველაფრის მკურნალია 
-ოღონდ ჩემი არა...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 792| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

აღარ გვჯერა სასწაულის 
(ამიტომაც გაჭირდა), 
არც მომავლის, არც წარსულის... 
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა. 

დავიპყარით უკვე მთვარე 
-განა კვლავ ქალწულია!.. 
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე, 
ესეც სასწაულია...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 790| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

მე შენში მიყვარს ღმერთი ! 
შენ , რა იპოვე ჩემში ?! 
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი. 
მე - გაფანტული ხრეში. 

მე შენში მიყვარს ღმერთი ! 
შენში ის თავს გრძნობს კარგად. 
ჩემში კი სველი დენთი 
- აღარ ღირს დროის კარგვად. 


მე შენში მიყვარს ღმერთი ! 
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . . 
და თუ ასეა - წვეთი , 
ნამუსი მაინც მმართებს . . .
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 767| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . 
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . 
ორი ათასი წელი განვიცდი . . . 
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი : 

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! 
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . 
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , 
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. 

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . 
იცის მოკლავენ , განა შტერია. 
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! 
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . . 

ისტორიაში დარჩა იუდა ! 
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 742| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა , 
რა მემართება? რა მემართება? 
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება, 
რა მემართება? რა მემართება? 
გული თავისით არ იმართება, 
რა მემართება? რა მემართება? 
სული დამისხამს, ტვინი დათვრება, 
რა მემართება? რა მემართება? 
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა, 
რა მემართება? რა მემართება? 
უსახურობა სახეს მართმევდა, 
რა მემართება? რა მემართება? 
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა, 
რა მემართება? რა მემართება? 
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა, 
რა მემართება? რა მემართება? 

,,რა მემართება? რა მემართება?'' 
- მაინც თავისით წარიმართება . . .
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 797| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა. 
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული. 
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება 
მარტო მომიწევს ახლა სიარული. 

მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია. 
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით. 
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია. 
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით. 

ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად 
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს. 
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად. 
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს. 

რად ააფარე სიყვარულს ჩადრი? 
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი. 
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი 
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 774| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვლავ ცივი დეკემბერია, 
კვლავ გაიხადა ტყემ, 
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, 
მაგრამ... იმატა დღემ. 

ისევ მაკივლებს შაკიკი, 
ისევ წამერთვა ხმა, 
ისევ არა მაქვს კაპიკი, 
მაგრამ... არ მცვივა თმა. 

თუმცა მებმევა ენა, 
თუმცა მაკლია თვალს, 
თუმცა არა მაქვს სმენა... 
მაინც მოვწონვარ ქალს. 

თუმცა მარტო ვარ მუდამ და 
თუმცა დავუთმე მტერს, 
თუმცა ცრემლები მგუდავდა, 
ლექსი ხო მაინც მწერს. 

ირგვლივ იმდენი ყალბია 
და ჩემთან ერთად სვამს. 
ირგვლივ გვამები დარბიან 
სამაგიეროდ მწამს: 

როგორც არ უნდა გათოვდეთ, 
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. 
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ, 
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 797| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ღეები ბრუნავს, ვით კამათელი,

და ყვავილების არის მრავლობა.

ჩემთვის დღესავით არ ... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 865| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 26 27 28 29 30 31 »