.

მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ
13:41
ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ

ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ, ან სად მოვედი?!
სიკვილთან ბრძოლა აღარ მინდა, დავაგდე ხმალი...
გიჟის თვალებით შევცქერივარ სიცოცხლის ნექტარს
და შეშლილივით მივუყვები საოცარ ზეცას...

რისთვის ვიცხოვრე? რისთვის ვკვდები? რა გავაკეთე?!
ნუთუ უაზროდ მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად?
ვერ შევასრულე ის მისია ღმერთმა რომ მომცა!
და მე სიცოცხლით დამძიმებულს ცოდვები მბორგავს.

როგორც ეშმაკი ისე მიზის სულში სიცოცხლე
და ახლა როცა მე სატანას უნდა გავშორდე
მისკენ მივიწევ და არ მინდა მისგან სიშორე.

მაგრამ ვაი რომ მე გავფრინდი, გზა ამერია
ნუთუ სიკვდილმა თავის წყალი დამალევია?!
ალბათ სიცოცხლეს ვეღარ ვნახავ, საკვირველია...

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 925 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]