.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » უცნობი ქალი ფანჯარასთან(ჩანახატი) ნ.კოლხი
12:24
უცნობი ქალი ფანჯარასთან(ჩანახატი) ნ.კოლხი

ეს ქალი ახლა რაღაცას ფიქრობს, 
ახლა ეს ქალი სადღაც შორს არის, 
ისე ჩაჰკვრია ამ რკინის რიკულს, 
თითქოსდა, რკინა იყოს ცოცხალი; 

ხმაურობს ქუჩა და ქუჩის ხმაურს 
ყურს უგდებს,როგორც ორღანის ქვითინს, 
სულს კი,მთრთოლვარეს და არაქაურს, 
რაღაც სწყურია და სადღაც მიდის. 

ქარი აწვალებს ნაცრისფერ კაბას 
და სადღაც შორს,შორს გაურ]ის მზერა, 
იქ სიყვარული ანდა სულს ღაფავს, 
ანდა ცოცხლობდა და ცოცხლობს ჯერაც; 

მე ვიცი,რისთვის მიიწევს ცადა, 
ვიცი,სარკმელთან ასე რად იცდის... 
რას არ მივცემდი,კვლავ განმეცადა, 
რასაც ის ქალი ახლა განიცდის. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1008 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]