.

მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » უნდა დამუნჯდე... ნ.კოლხი
18:22
უნდა დამუნჯდე... ნ.კოლხი

უნდა დამუნჯდე, 
სხვა რა გზაა დამუნჯდე უნდა, 
როცა არავის არ სურს სიმართლე; 
უნდა დაბნელდეს... 
სხვა რა გზაა, 
დაბნელდეს უნდა, 
აღარ სჭირდებათ როცა სინათლე... 

მაინც არასდროს აღარ წამოგცდეს, 
რომ სადღაც მრუმე ფსკერზე დაეშვი... 
ისედაც ესმით სიჩუმის ენა, 
ისედაც ჭვრეტენ ნათელს ღამეში! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 864 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]